მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, თორიის საჯარო სკოლა, ხარისხიანი საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობს, რომლებიც ბავშვებს მოტივაციის ამაღლებაში ეხმარება.
ახლახან, თორიის ინგლისური ენის მასწავლებელმა, ლარისა ნერსესიანმა, მე-11 კლასის მოსწავლეებთან ერთად ჩაატარა ღონისძიება, რომელიც გაზაფხულის შემობრძანებასა და „დედის დღეს“ მიეძღვნა.
აქტივობის ფარგლებში, მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები შეასრულეს ცეკვები, სიმღერები და კიდევ ერთხელ, მადლობა გადაუხადეს დედებს და მასწავლებლებს ამაგისთვის.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ყვავილებით დაასაჩუქრეს დამსწრე ქალბატონები და დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ადამიანებს.
როგორც სკოლაში გვიამბობენ, ღონისძიება იმდენად ემოციური გახლდათ, მშობლები და პედაგოგები ცრემლებს ვერ იკავებდნენ, თავად ბავშვებმა კი კიდევ ერთხელ, ხმამაღლა უთხრეს დედიკოებს, რომ ისინი ძალიან უყვართ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ