მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სიღნაღის მუნიციპალიტეტის, ხორნაბუჯის საჯარო სკოლა წლებია დგას მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე. პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგავს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება, თუმცა დაგვეთანხმეთ, ხარისხიანი სწავლა-სწავლების პროცესის პარალელურად, არანაკლებ მნიშვნელოვანია პოზიტიური გარემოს შექმნა, რომელსაც საფუძვლად მოსწავლეთა ნდობა დაედება.
რა პრინციპებს უნდა დაეყრდნოს სასწავლო პროცესი? როგორ უნდა მოიპოვოს პედაგოგმა მოსწავლის ნდობა? როგორ წარმოუდგენია მომავლის სკოლა და ზოგადად, რატომ არის მნიშვნელოვანი თანასწორობის პრინციპის გათვალისწინება? - აქტუალურ კითხვებს ხორნაბუჯის საჯარო სკოლის დირექტორი - მარინა მჭედლიშვილი პასუხობს.
- მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია...
- ვიყოთ გულწრფელები, თანმიმდევრულები, სამართლიანები და ყურდღებიანები მათი საჭიროებების მიმართ.
- განათლება მნიშვნელოვანია, რადგან...
- გვაძლევს ცოდნას, უნარსა და შესაძლებლობებს, რომელიც აუცილებელია წარმატებული და სრულფასოვანი ცხოვრებისთვის.
- საშინაო დავალება უნდა იყოს...
- მიზანმიმართული, საინტერესო და მოსწავლის შესაძლებლობებზე მორგებული, ზომიერი ოდენობის.
- წესი, რომელსაც სასკოლო ცხოვრებაში დავამატებდი...
- კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარება, ემპათიის განვითარება, ემოციური უნარების მართვა და გაუმჯობესება, სუსტი და ძლიერი მხარეების გაცნობიერება.
- საგანი, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მიყვარდა...
- ინგლისური ენა და საქართველოს ისტორია.
- რომ შემეძლოს, რომელ ცნობილ პიროვნებას ავირჩევდი მასწავლებლად...
- მარია მონტესორის. მისი მეთოდები ხელს უწყობს დამოუკიდებელ სწავლას, ინდივიდუალურ მიდგომებს, პრაქტიკულ სწავლას, თანამშრომლობას, რაც თანამედროვე სწავლების აუცილებელი პირობაა. მისი ხედვა განათლების შესახებ ბავშვზეა ორიენტირებული.
- როგორი წარმომიდგენია მომავლის სკოლა...
- ინდივიდუალიზებული, ტექნოლოგიებით გაჯერებული, მოქნილი და საზოგადოებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო სივრცე.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლებში ახალი საგანი შედის - „სამინისტრო ვალდებულია გადაამზადოს მასწავლებლები, დაამტკიცოს პროგრამები“
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.