მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული მიმდინაროებს.
საინტერესო აქტივობები შესთავაზეს მოსწავლეებს ხელოვნებისა და ქართული ენის მასწავლებლებმა. მათი ინიციატივით მეექვსე კლასის მოსწავლეებმა პრეზენტაცია წარმოადგინეს და ისაუბრეს ქართული ენის მნიშვნელობაზე, მის დაცვასა და გაფრთხილებაზე. დამსწრე საზოგადოებას კი მიაწოდეს ინფორმაცია 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების შესახებ, რომელიც ქართული ენის შენარჩუნებასა და გავრცელებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.
მოსწავლეებმა ასევე წარმოადგინეს ქართული ანბანით შთაგონებული ნახატები, რომლებიც ბიბლიოთეკაში გამოიფინეს. ჟიურიმ გამოავლინა საუკეთესო ნამუშევრების ავტორები, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქართული ენის კულტურული მნიშვნელობისა და შემოქმედების წახალისების მნიშვნელობას.
ღონისძიება ორგანიზებულია მასწავლებლების ნონა ურუშაძის და სოფიო კალანდაძის ხელმძღვანელობით, რომლებმაც გასაოცარი შრომა და ნიჭი გამოავლინეს მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლებში ახალი საგანი შედის - „სამინისტრო ვალდებულია გადაამზადოს მასწავლებლები, დაამტკიცოს პროგრამები“
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.