სიახლეები
სკოლები

დირექტორის საავტორო წიგნის პრეზენტაცია და პატრიოტული სულისკვეთებით განმსჭვალული ორიგინალური ღონისძიება თბილისის N92 საჯარო სკოლაში
11-04-2025
-
+


თბილისის N92 საჯარო სკოლაში მეტად ორიგინალური და საინტერესო ღონისძიება გაიმართა, რომელიც 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენების გახსენებას ემსახურებოდა. 

მოსწავლეები არც ისე შორეულ წარსულში „დაბრუნდნენ“, კიდევ ერთხელ გაიხსენეს 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები და დღე, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას დაედო საფუძვლად.

ორიგინალური ღონისძიება სკოლის დირექტორის - მიხეილ ჩიქოვანის წიგნის - საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულთა ხსოვნას მიძღვნილი მათემატიკის ამოცანათა კრებულის გამოყენებით მომზადდა, რომელიც 9 აპრილის ღონისძიებისათვის საუკეთესო რესურსია. ღონისძიების ავტორი მათამატიკის მასწავლებელი მერი ჩიქოვანი გახლავთ, რომელიც ღონისძიების დეტალებსა და წიგნის შექმნის ისტორიას გვიზიარებს. 

„36 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მრავალტანჯულ საქართველოს სულსა და სხეულს სამუდამოდ დააჩნდა კიდევ ერთი მძიმე ჭრილობა-1989 წლის 9 აპრილის სისხლიანი კვირა-ეს ის დღეა, როცა უმოწყალოდ დაჩეხეს და დაწამლეს მშვიდობიანი მანიფესტაციის მონაწილე ათასობით ადამიანი, მხოლოდ იმისთვის, რომ თავიანთი სამშობლოს მთლიანობა, ერთიანობა და თავისუფლება სურდათ და გულისწადილი საჯაროდ, ყველას გასაგონად გამოხატეს. ანტისაბჭოთა მოძრაობა (საჯაროდ) განსაკუთრებით 1989 წლის დასაწყისიდან გააქტიურდა.

მე და ჩემი შვილები მათი რიგების აქტიური წევრები ვიყავით; უფროსი მიხეილ ჩიქოვანი მე-10 კლასის მოსწავლე იყო.

მისი მოსწავლეობის ბოლო წლები (1988-90) სწორედ იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც ქართველი ხალხის მოთმინების, თვითშეფასებისა და მონობაში ყოფნის დრო იწურებოდა.... ფრთებს ისხამდა, მათი დიდი სურვილი, თავიანთი სამშობლო, რუსეთის იმპერიის მონობისგან განთავისუფლებული ენახათ.

9 აპრილის დილით მისი ტოლებიც დაიღუპნენ. მიხეილი სულით ხორცამდე იყო შეძრწუნებული, უნდოდა მისი სიტყვა ეთქვა, ტკივილი რამით გამოეხატა. გადაწყვიტა მოეძია საჭირო ინფორმაცია ყველა გარდაცვლილზე, შეადგინა 300-მდე ამოცანა, რომელთა პასუხები იქნებოდა გარდაცვლილთა სახელსა და გვარში ასოთა რაოდენობა, მათი წლოვანების გამომსახველი რიცხვებიდან, ნაშრომი გაიტანა მოსწავლეთა 44-ე სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციაზე, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა, მიხეილი დააჯილდოვეს განათლების სამინისტროს პირველი ხარისხის სიგელითა და მეცნიერებათა აკადემიის დიპლომით.

139-ე საშუალო სკოლამ, 1990 წლის 9 აპრილს აღნიშნა ტრაგედიიდან ერთი წლისთავი. გვყავდა მოწვეული სტუმრები, როგორც სამინისტროდან, ისე დედაქალაქის სკოლებიდან. ჩემი შვილის ნაშრომი-ამოცანათა კრებული მათემატიკაში, მიძღვნილი 1989 წლის 9 აპრილს მომხდარი ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნისადმი-თავიდანვე გახდა რესურსი, რომელიც ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების სისხლად დაღვრილი მამულიშვილებს ეხმიანება.
 -რესურსი, რომელსაც სიბერე არ აქვს ხვედრად! 
- ჩვენი სამშობლოს ბედი, უდანაშაულოდ დაღუპულ მამულიშვილების სისხლი, მოსვენებას არ აძლევდა და მისი განცდების წიაღში დაიბადა ასეთი იდეა-დახატა გული, ირგვლივ არშიად შემოავლო ასოები: აპრილის სისხლიანი კვირა, ზემოდან კი გველის დახვეული კუდი და მის შვეულად ცხრა. გულიდან სისხლი, საქართველოს მიწაზე იღვრება, იმ ადამიანების სისხლი, რომლებმაც სიცოცხლე სამშობლოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობას შესწირეს, გველი კი ამ სისხლით იკვებება, 1989 წელი გველის წელიწადი იყო.

ტრაგედიიდან 10 წლის თავზე, 1999 წელს თავისი საკონფერენციო თემა, მცირედი შესწორებებით. წიგნად გამოუშვა და იქედან  მოყოლებული წიგნი ერთ-ერთი საუკეთესო რესურსი გახდა მოსწავლე-ახალგაზრდობისთვის.

როდესაც მკითხველი წიგნზე მუშაობას დაიწყებს და გარეკანის ილუსტრაციას აღიქვამს, ფურცლებს მორიგეობით გადაშლის, მას ტანში ჟრუანტელი დაუვლის, ინტერესი გაუძლიერდება, როგორც შინაარსის გაცნობის, ისე ამოცანების ამოხსნის. აღნიშნული წიგნი საუკეთესო რესურსია, როცა ვემზადებით 9 აპრილის ღონისძიებისათვის.

1999 წლის 9 აპრილს 139-ე სკოლაში ჩემი თაოსნობით ჩატარდა გრანდიოზული ღონისძიება, მიძღვნილი 9 აპრილის უდანაშაულოდ დაღუპულთა ხსოვნისადმი. კორიდორის კედლებზე გაკრული იმ მოსწავლეთა ნამუშევრები, შედგენილი ამოცანები, ცალკეულ გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაციები, სურათები. კედლის შუაგული ეჭირა პლაკატზე გამოსახულ ნახატს-გულს, რომელიც დარჩა სიმბოლო, მისი ხანდაზმულობის ასაკი -9 წელია. კორიდორი სავსე იყო ხალხით... ამ ვითარებაში მოხდა ჩემი შვილის წიგნის პრეზენტაციაც.

სტუმრების წინაშე მომიხდა სევდიანი წარსულის ფურცლების გადაშლა, საოცარი საღამო იყო. სტუმრებს (კურსდამთავრებულები,  მშობლები, დედაქალაქის სხვადასხვა სკოლის პედაგოგები) ტიტებთან ერთად საჩუქარად გადაეცათ აღნიშნული წიგნები.

ამჟამად, ჩემი შვილი 92-ე საჯარო სკოლის დირექტორია, პარალელურად ასწავლის მათემატიკას. მე ორ სკოლაში ვმუშაობ, 139-ე და 92-ე-ში. მიუხედავად ასაკისა სიამოვნებით ვართმევ თავს.. წლევანდელი წელიწადიც გველის წელიწადია, გადავწყვიტეთ სკოლის მასშტაბით აღგვენიშნა.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 36-ე წლისთავი. არნახული დამოკიდებულებაა სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს შორის. ერთსულოვნება იგრძნობა ნებისმიერი საქმის წამოწყებიდან ბოლომდე მიყვანის პროცესში. აღნიშნულს სათავეში უდგას დირექტორთან ერთად, სასწავლო ნაწილის გამგე, ქალბატონი მზევი ცომაია.

9 აპრილისადმი მიძღვნილ ღონისძიებას კვლავ მე ჩავუდექი სათავეში. ვასწავლი მე-51 კლასს და ამიტომაც ღონისძიების სულისჩამდგმელები იყვნენ ამ კლასის პატარები (დამრიგებელი ნატო მაისურაძე).

ღონისძიებისადმი მზადება თებერვალში დავიწყე, კლასი დავყავი 4 გუნდად. ავირჩიე კაპიტნები. გარდაცვლილთა გვარები გავუნაწილე ჯგუფებს შორის და მივეცი დავალება.

1)თითოეულ ჯგუფს უნდა აეღო რვეულები და რასაც გააკეთებდნენ ყველაფერი შიგ უნდა ჩაეწერათ, რასაც საჭიროდ ჩათვლიდნენ, მაგრამ დახმარებას ითხოვდნენ.


2)ჯგუფს უნდა შეედგინა ამოცანები, არანაკლებ 25-სა, რომელთა პასუხები იქნებოდ იმ დაღუპულთა სახელისა და გვარში ასოთა რაოდენობისა, რომლებიც ჯგუფს განაწილებით შეხვდა.


3)ჯგუფებს უნდა გაეფორმებინათ კედლის გაზეთები, სადაც განათავსებდნენ დაღუპულთა შესახებ მოპოვებულ მოკლე ინფორმაციებს. ასევე მათ მიერ შედგენილ ამოცანებს, ლექსებს.


4)ზეპირად უნდა ესწავლათ თითოეულზე სიტყვები, ლექსები, მოემზადებინათ მუსიკის მასწავლებლის დახმარებით სიმღერები.


ამ დავალების პარალელურად, მიხეილის წიგნიდან ვახსნევინებდი ამოცანებს. კლასის მუშაობის ძირითადი სამუშაო წყარო აღნიშნული წიგნიდან იყო.


ბავშვების პასუხისმგებლობამ მოლოდინს გადააჭარბა, მათ დიდ დახმარებას უწევდა დამრიგებელი და მუსიკის მასწავლებელი, ქალბატონი ნატო მაისურაძე და თეა ჯაჭვაძე. ღონისძიება ჩატარდა 7აპრილს, 13 საათზე, საღამოს უძღვებოდნენ ამავე სკოლის მოსწავლეები მედეა მელაძე და გურამ ჩიქოვანი.

არაჩვეულებრივი საღამო იყო, თითქმის თვალწინ წარმოგვიდგინეს წარსულის ფურცლებიდან სევდიანი დღეები. ბავშვების ნამუშევრებთან ერთად 35 წლის წინანდელმა სათუთად შენახულმა ტრაგედიის ამსახველმა კედლის გაზეთმა ყველას ყურადღება მიიპყრო და ბევრის გაოცება გამოიწვია.

საღამო ამავდროულად იყო მიხეილის წიგნის პრეზენტაცია - მათემატიკის ამოცანათა კრებულის, რომელიც ეძღვნება 9 აპრილის დაღუპულთა ხსოვნას“,- გვიყვება ქალბატონი მერი ჩიქოვანი. 

ღონისძიების ბოლოს სკოლის მაღალი კლასის მოსწავლეებმა თავიანთი სკოლის უსაყვარლესს დირექტორს გადასცეს შოთა რუსთაველის უკვდავი ქმნილება „ვეფხისტყაოსანი“.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ 

ექსკურსიისას მასწავლებლის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო 200 ლარით დაჯარიმდებით

ქართული ენის სტანდარტი ცალკე დამტკიცდება - განათლების მინისტრი

ახალ საგანს სკოლებში 2025 წლის სექტემბრიდან ისწავლიან - ცვლილება საბაზო საფეხურს ეხება

გეგმური და არაგეგმური შემოწმებები საჯარო და კერძო სკოლებში - რა წერია დოკუმენტში

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები

ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ

დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის დღე აღნიშნეს

პედაგოგი, მაია კვენეტაძე ცდილობს, გაკვეთილი ბავშვებისთვის იყოს სახალისო, საინტერესო, მრავალფეროვანი...

„სკოლა ულოცავს წარმატებას და მომავალში არაერთ გამარჯვებას უსურვებს საამაყო სპორტსმენს“

არაფორმალური განათლების ხელშეწყობა სკოლის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება