მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელედის საჯარო სკოლაში 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს.
მოსწავლეებმა საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას ღონისძიებით მიაგეს პატივი.
მოსწავლეემა ისაუბრეს 1989 წლის 9 აპრილს მომხდარი სისხლიანი მოვლენებისა და საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის ძალისმიერი დარბევის შესახებ.
ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებისთვის ამ ისტორიული დღის მნიშვნელობის გაცნობა, დაღუპულ გმირთა ხსოვნისადმი პატივის მიგება.
ღონისძიებამ აჩვენა, რომ მოსწაველეები აფასებენ წინაპართა ღვაწლს და იციან თავისუფლების ფასი.
შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს ქართული საზოგადოება, რუსთაველის გამზირზე რუსული იმპერიალიზმის დასრულების და საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოვიდა. მშვიდობიანი აქცია საბჭოთა ძალებმა დაშალა, შედეგად დაშავდა ასობით და დაიღუპა 21 ადამიანი. აღნიშნული მოვლენებიდან ზუსტად და ორ წელიწადში, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ