მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N132 საჯარო სკოლაში 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს.
სკოლის ქართული და რუსული სექტორის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა 36 წლის წინ საბჭოთა ძალების მიერ მოკლულ საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს და წუთიერი დუმილით გამოხატეს მოწიწება და პატივისცემა 21 მშვიდობიანი მოქალაქის მიმართ.
ბავშვებმა აღნიშნეს, რომ 9 აპრილი არის ტრაგედიის და ამავდროულად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიის და, ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.
„ეს არის გამარჯვების მაგალითი, ეროვნული ერთიანობის მაგალითი. ეს არის იმედი, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, თუ ის არის ღირსეული, თუ ის არის თავისუფლებისათვის. და ეს არასოდეს არ უნდა დაგვავიწყდეს“,- ერთხმად აღნიშნეს ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებმა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ