მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავარძეთის საჯარო სკოლაში პატრიოტული ღონისძება, რომელიც 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენების გახსენებას მიეძღვნა.
ღონისძიებას ლაიტმოტივად გასდევდა სიტყვები -
„ვიღაც კლავდა, თავისუფალ სულებს,
სისხლიანი თენდებოდა დილა,
და 9 აპრილს მოკვეთილი ყველა,
ყველა გმირი მოურჩენლად მტკივა!“
მოსწავლეებმა კედლის გაზეთები დაამზადეს, სადაც აღნიშნეს, რომ 9 აპრილი არის ტრაგედიისა და გამარჯვების დღე. დღე, რომელიც გარდამტეხი გამოდგა, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიისთვის.
საბჭოთა შეიარაღებული ძალების მიერ, მშვიდობიანი აქციის დარბევიდან 36 წელი გავიდა. მტერმა თავისუფლების იდეით გაერთიანებულ მოქალაქეებს, ტანკები, ტყვიები, დაუდგენელი შემადგენლობის ქიმიური ნივთიერებები, რკინის ნიჩბები და ხელკეტები დაუპირისპირა, მაგრამ „მტრის ჯინაზე არ დავეცი, კი არ გავქრი, ამოვიზარდე, აღმოვცენდი მოთმინებიდან!“.
მოსწავლეებმა სიმბოლურად საკლასო ოთახის კედლები ტიტებით მოხატეს და პატივი მიაგეს საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას.
შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს ქართული საზოგადოება, რუსთაველის გამზირზე რუსული იმპერიალიზმის დასრულების და საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოვიდა. მშვიდობიანი აქცია საბჭოთა ძალებმა დაშალა, შედეგად დაშავდა ასობით და დაიღუპა 21 ადამიანი. აღნიშნული მოვლენებიდან ზუსტად და ორ წელიწადში, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა.
იხილეთ ვიდეო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ