სიახლეები
სკოლები

„როდესაც მასწავლებელი თავისი საქმის პროფესიონალია, ის მისაბაძია მოსწავლისათვის“ - თბილისის N142 და N39 საჯარო სკოლების პედაგოგი ელენე წაქაძე
11-04-2025
-
+


ელენე წაქაძე თბილისის N39 და N142 საჯარო სკოლების დაწყებითი კლასის პედაგოგია, რომელიც მოსწავლეებს ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ საწავლო პროცესს სთავაზობს და საგნობრივ ცოდნასთან ერთად მათ პიროვნულ განვითარებაზე ზრუნავს. მოსწავლეებთან მეგობრული ურთიერთობით გამოირჩევა და ცდილობს მოსწავლეებისთვის მისაბაძ მაგალითად იქცეს. 

„ყოველთვის ვცდილობ თითოეულ მოსწავლეს ინდივიდუალურად მივუდგე, ვითანამშრომლო და ვაკონტროლო მოსწავლეებთან ურთიერთობა. მოსწავლეებთან ურთიერთობისას ვარ ძალიან ფაქიზი, ვცდილობ მოსწავლეებს ვაგრძნობინო ჩემი სიყვარული და თანადგომა. ასევე  ვცდილობ ვაკონტროლო ემოციები და მივიღო გააზრებული გადაწყვეტილებები. 
მასწავლებელს და მოსწავლეს საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე უწევთ ურთიერთობა, ამიტომ მასწავლებელი მოსწავლისთვის უნდა იყოს ერთგვარი მოდელი იმისა, რასაც მოითხოვს მოსწავლეებისაგან. როდესაც მასწავლებელი თავისი საქმის პროფესიონალია, ის უკვე მისაბაძია მოსწავლისათვის, რაც საგნის სიღრმისეულ სწავლას უწყობს ხელს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს მეორე ფაქტორიც, გარდა საგნის სწავლებისა, მასწავლებელმა მოსწავლის პიროვნულ განვითარებაზეც უნდა იზრუნოს, თვითონ უნდა იყოს მოსწავლის მიმართ ჰუმანური, გულისხმიერი, კეთილი, სამართლიანი და შრომისმოყვარე, რომ მოსწავლისათვის ამ კუთხითაც მოდელი გახდეს“,- აღნიშნავს პედაგოგი.

დაწყებითი კლასის პედაგოგი მოსწავლეთა მოტივაციაზე აქტიურად ზრუნავს და სასწავლო პროცესში საინტერესო აქტივობებსა და მეთოდებს მიმართავს, შეაქვს თამაშის ელემენტები და მეტი სიხალისე. 

„საგაკვეთილო პროცესში ვცდილობ გამოვიყენო სხვადასხვა აქტივობები, როგორიცაა: როლური თამაში, სიტუაციური ამოცანები, მოდელირება....რომლის დროსაც მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ ერთად შეასრულონ დავალებები, გამოხატონ თავიანთი აზრი თავისფლად, პატივი სცენ  სხვის მოსაზრებას, იმუშავონ პრობლემაზე და მიიღონ გადაწყვეტილება და იგრძნონ თავი თავისუფლად რომ მათ აზრს პატივს ცემენ. ასევე დაწყებით საფეხურზე მოსწავლეებს მოსწონთ მრავალფეროვანი რესურსი საგაკვეთილო პროცესში, ყოველთვის ვცდილობ  გაკვეთილი გავხადო საინტერესო და ამავდორულად სახალისოც“,- გვეუბნება პედაგოგი. 

ელენე წაქაძე კლასში მეგობრულ გარემოს უზრუნველყოფს და პატარებს სოციალური უნარების გამომუშავებაში ეხმარება, ასწავლის ემოციურ ინტელექტს. 

„კლასში როდესაც უმნიშვნელო კონფლიქტი წარმოიქმნება, განსაკუთრებით დაწყებით საფეხურზე, 1-ლ, მე-2 კლასში მოსწავლეებმა ჯერ არ იციან კონფლიქტის მოგვარების გზები, ამიტომ  შეიძლება მიმართონ ძალადობას, რადგან ჯერ კიდევ პატარები არიან და პრობლემის მოგვარების სხვა გზას ვერ ხედავენ, ზოგჯერ ფიქრობენ რომ მიზნის მისაღწევად ძალის გამოყენებაა საჭირო, ძალადობის გარეშე თანატოლებმა შეიძლება სუსტად ჩათვალონ და დაჩაგრონ, მოსწავლეებს ჯერ არ აქვთ სოციალური უნარ-ჩვევები, კომუნიკაციის გადაწყვეტილების მიღებისა და თვითმართვის უნარი, ამიტომ ჯერ ვერ ახერხებენ ააგონ და შეინარჩუნონ პოზიტიური ურთიერთობები, მათ ჯერ კიდევ არ იციან როგორ დაუმეგობრდნენ თანატოლს, რა მისაღები ფორმით მიიპყრონ მასწავლებლის ან სხვა უფროსის ყურადღება და გამოხატონ თავიანთი ემოცია. ამიტომ,  ყოველთვის ვცდილობ კლასში  შევქმნა ისეთი გარემო, სადაც მოსწავლეები ორიენტირებული იქნებიან თანამშრომლობასა და კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებაზე, კონფლიქტის წარმოქნისას ვცდილობ ამოვიცნო კონფლიქტის  წარმოშობის მიზეზი და პრობლემის მოსაგვარებლად გამოვიყენო სწორი სტრატეგია, რაც მოსწავლეებს დაეხმარება ვასწავლო კონფლიქტის მოგვარების უნარ-ჩვევები“,- აღნიშნავს პედაგოგი და ამ შემართებით არა მხოლოდ საფუძველს უყრის მოსწავლეთა ხარისხიან განათლებას არამედ, ღირეული მოქალაქეების ჩამოყალიბებას. 

 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ 

ექსკურსიისას მასწავლებლის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო 200 ლარით დაჯარიმდებით

ქართული ენის სტანდარტი ცალკე დამტკიცდება - განათლების მინისტრი

ახალ საგანს სკოლებში 2025 წლის სექტემბრიდან ისწავლიან - ცვლილება საბაზო საფეხურს ეხება

გეგმური და არაგეგმური შემოწმებები საჯარო და კერძო სკოლებში - რა წერია დოკუმენტში

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები

ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ

დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის დღე აღნიშნეს

პედაგოგი, მაია კვენეტაძე ცდილობს, გაკვეთილი ბავშვებისთვის იყოს სახალისო, საინტერესო, მრავალფეროვანი...

„სკოლა ულოცავს წარმატებას და მომავალში არაერთ გამარჯვებას უსურვებს საამაყო სპორტსმენს“

არაფორმალური განათლების ხელშეწყობა სკოლის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება