TOP ნიუსი
სიახლეები
სიახლეები

„პედაგოგების კვალიფიკაცია არის დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა“ - სკოლამდელი განათლების მართვის დოკუმენტი
28-04-2025
-
+


სკოლამდელი განათლების მართვის დოკუმენტში, რომელიც მოიცავს რეკომენდაცებს მუნიციპალიტეტებისთვის, საუბარია პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე. ამონარიდს უცვლელად გთავაზობთ:

სკოლამდელი განათლების მაღალი ხარისხის განმსაზღვრელი მთავარი ფაქტორია პედაგოგის კვალიფიკაცია. პედაგოგების კვალიფიკაცია არის დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რომელიც სკოლამდელი განათლების სფეროს წინაშე დგას.

„მუნიციპალიტეტმა უნდა შეიმუშავოს და განახორციელოს ბაღების პედაგოგიური პერსონალის უწყვეტი პროფესიული განვითარების სტრატეგია და ამაზე დაყრდნობით დაგეგმოს შესაბამისი ტრენინგები. აღნიშნული გულისხმობს როგორც აღმზრდელ-პედაგოგის სავალდებულო ტრენინგ-მოდულს, ასევე შემდგომ უწყვეტ პროფესიულ განვითარებას. მხოლოდ ერთი ტრენინგის საშუალებით თითქმის შეუძლებელია პედაგოგთა პრაქტიკული უნარების განვითარება ისე, რომ საგანმანათლებლო პროცესი შეესაბამებოდეს ხარისხის სტანდარტს. ბაღებმა/ბაღების გაერთიანებამ უნდა შეისწავლონ პედაგოგების პროფესიული განვითარების საჭიროებები და ამის საფუძველზე დაგეგმონ და განახორციელონ შესაბამისი აქტივობები (ტრენინგი, პრაქტიკაში მხარდაჭერა („ქოუჩინგი”), ბაღებს შორის გამოცდილების გაზიარება და სხვ.). მნიშვნელოვანია, სკოლამდელი განათლების მუნიციპალური სტრატეგიის ფარგლებში, სკოლამდელი განათლების ბიუჯეტში განისაზღვროს ბაღის პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებისთვის საჭირო თანხა როგორც ცალკე მუხლი და ეს იყოს პერსონალის მთლიანი სახელფასო ფონდის არანაკლებ 1%-ისა.

კვალიფიკაციის ამაღლების მუნიციპალური სტრატეგია უნდა შეეხოთ აგრეთვე აღმზრდელებს, სპეცპედაგოგებს, მეთოდისტებს, ბაღების დირექტორებს, აგრეთვე ბაღის დანარჩენ პერსონალს, საჭიროებების შესაბამისად. პროგრამის ხარისხის სახელმწიფო სტანდარტის მოთხოვნის შესაბამისად, პედაგოგს სამუშაო დღის განმავლობაში უნდა ჰქონდეს არასაკონტაქტო საათები, ანუ დრო, როცა ის ბავშვებთან არ მუშაობს. ეს დრო პედაგოგს სჭირდება ბავშვებზე დაკვირვების შედეგების გასაანალიზებლად და შესაბამისი გეგმის შესამუშავებლად, საჭირო საგანმანათლებლო რესურსის შესაქმნელად და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, საკუთარი პროფესიული უნარების გასავითარებლად. აუცილებელია ბაღის შენობაში გათვალისწინებული იყოს კომპიუტერით, პრინტერითა და ინტერნეტით აღჭურვილი სამასწავლებლო, სადაც პედაგოგები შეძლებენ, კომფორტულად იმუშაონ არასაკონტაქტო საათებში და დაისვენონ შესვენებების დროს. ზემოთ ჩამოთვლილის გათვალისწინებით, ბაღმა/ბაღების გაერთიანებამ უნდა შეიმუშავოს პედაგოგებისთვის შესაბამისი სამუშაო გრაფიკები, გაწეროს საშტატო განრიგი, ხოლო მერიამ უნდა უზრუნველყოს ამ საშტატო განრიგის დაფინანსება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება