მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ია ხუციშვილი კერძო სკოლა „ჰელიოსის“ ინგლისური ენის მასწავლებელია, რომელიც გარდა იმისა, რომ მოსწავლეებს აძლევს ხარსიხიან საგნობრივ განათლებას, ახალგაზრდებს დემოკრატიულ ღირებულებებზე ზრდის და კრიტიკულად მოაზროვნე, ტოლერანტ მოქალაქეებად აყალიბებს. მისი თქმით, მნიშვენოვანია მოსწავლე თავისუფლად აზროვნებდეს და გამოთქვამდეს საკუთარ მოსაზრებას, შესაბამისად ახალისებს თანამშრომლობით ურთიერთობებს და ითვალისწინებს მოწაფეთა აზრს.
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს კერძო სკოლა „ჰელიოსის“ პედაგოგი ია ხუციშვილი პასუხობს.
- მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია...
- მასთან თანამშრომლობითი ურთიერთობის ჩამოყალიბება, მოსმენის უნარი. თავისუფლად უნდა სვამდეს შეკითხვებს და საკუთარ აზრს გამოთქვამდეს.
- განათლება მნიშვნელოვანია, რადგან...
- მოსწავლემ შეძლოს ჩამოყალიბება დემოკრატიულ, ანალიტიკურად და კრიტიკულად მოაზროვნე, ტოლერანტ და ციფრულ მოქალაქედ.
- საშინაო დავალება უნდა იყოს...
- მკაფიო, მოსწავლის შესაძლებლობებზე მორგებული, უპირატესობას ვანიჭებ ე.წ. „სასწავლო მენიუს“.
- წესი, რომელსაც სასკოლო ცხოვრებაში დავამატებდი...
- სასურველია, სასწავლო პროცესი მიმდინარეობდეს კარგად აღჭურვილ საკლასო ოთახებში, თითოეულ მოსწავლეს უნდა ჰქონდეს წვდომა პერსონალურ კომპიუტერთან, ხარისხიანი ინტერნეტით. ასევე უნდა იყოს უკეთესად აღჭურვილი სპორტდარბაზები, რათა მოსწავლემ შეძლოს განტვირთვა და ფიზიკური უნარების განვითარება.
- საგანი, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მიყვარდა...
- ინგლისური ენა, რუსული ენა და ბიოლოგია.
- რომ შემეძლოს, რომელ ცნობილ პიროვნებას ავირჩევდი მასწავლებლად...
- გია მურღულია.
- როგორი წარმომიდგენია მომავლის სკოლა...
- ეს უნდა იყოს კომფორტული და ადაპტირებული გარემო, სადაც გათვალისწინებულ იქნება თითოეული მოსწავლის, მათ შორის სსსმ და შშმ მოსწავლეების შესაძლებლობები და ინტერესები, მეტი აუდიო და ვიდეომასალებით, საცურაო აუზებით, პროფესიული სახელოსნოებით, სადაც მოსწავლეები შეძლებენ საკუთარი უნარების შეცნობას და რეალიზებას. ხოლო, რაც შეეხება სასწავლო პროცესს, მუდმივად უნდა მიმდინარეობდეს მოსწავლეების შესაძლებლობების გაცნობა, მათი განვითარების დინამიკის მონიტორინგი, განხორციელდეს მეტი ქმედებები მულტიკულტურული განათლების მისაღებად და უფრო აქტიურად მიმდინარეობდეს რემედიაციის პროცესი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
პრობლემები უკავშირდება ბავშვის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ დაბალ ინფორმირებულობას, სტერეოტიპებსა და შესაბამის პრაქტიკას
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად სოკრატეს ავირჩევდი“ - გაეცანით, სამების საჯარო სკოლის დირექტორის მზექალა მინაძის შეხედულებებს
აქტივობის ფარგლებში, მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები შეასრულეს ცეკვები, სიმღერები და კიდევ ერთხელ, მადლობა გადაუხადეს დედებს და მასწავლებლებს ამაგისთვის