სიახლეები
პიროვნება

„საშინაო დავალების შესრულება მოსწავლეს წარმოუდგენლად არ უნდა ეჩვენებოდეს...“ - იურა იაილოიანი, ბეჟანოს საჯარო სკოლის დირექტორი
11-04-2025
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ბეჟანოს საჯარო სკოლა წლებია დგას მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე. პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგავს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება, თუმცა დაგვეთანხმეთ, ხარისხიანი სწავლა-სწავლების პროცესის პარალელურად, არანაკლებ მნიშვნელოვანია პოზიტიური გარემოს შექმნა, რომელსაც საფუძვლად მოსწავლეთა ნდობა დაედება.

რა პრინციპებს უნდა დაეყრდნოს სასწავლო პროცესი და როგორ უნდა მოიპოვოს პედაგოგმა მოსწავლის ნდობა? - აქტუალურ კითხვებს ბეჟანოს საჯარო სკოლის დირექტორი, იურა იაილოიანი პასუხობს.

- მოსწავლის ნდობის მოპოვებისათვის აუცილებელია... 

- მოსწავლეთა ყველა თვისების და ფასეულობების მიღება, მათი მხარდაჭერა, სწორი და რეალიზებული პიროვნების ჩამოყალიბებაში დახმარება. ბავშვი გრძნობდეს, რომ მუდამ მის გვერდით ხარ, არა მარტო როგორც კარგი სპეციალისტი, არამედ როგორც კარგი მეგობარი.

- განათლება მნიშვნელოვანია, რადგან...

- რომ არა განათლება, ჩვენს ადგილს ვერ დავიმკვიდრებთ დღევანდელ საერთაშორისო საზოგადოებაში. მსოფლიო ხომ დღითიდღე ვითარდება მრავალმხრივ, რაც განათლების დიდი დამსახურებაა. მოვიყვან ერთ ძალიან ძვირფას ანდაზას: „თუ კაცსა ცოდნა არა აქვს, გასტანჯავს წუთისოფელი“. ცოდნა და განათლება არის ჩვენი ცხოვრების დიდი ლამპარი.

- საშინაო დავალება უნდა იყოს...

- ის უნდა აძლევდეს მოსწავლეს თითოეული თემის ბოლოს ფართო სურათის წარმოდგენის და დასკვნების, შეჯამების საშუალებას. საშინაო დავალების შესრულება მოსწავლეს წარმოუდგენლად არ უნდა ეჩვენებოდეს... იმგვარად უნდა გადავცეთ თითოეულ მოსწავლეს გაკვეთილების მიმდინარეობისას, რომ ჰქონდეს მოტივაცია, მის შესასრულებლად.

- წესი, რომელსაც სასკოლო ცხოვრებაში დავამატებდი...

- არის ის, რომ  მოსწავლეებმა ყოველკვირეულად განახორციელონ საინფორმაციო შეხვედრები სხვადასხვა სამოქალაქო თემაზე.

- საგანი, რომელიც განსაკუთრებით მიყვარდა.

- ვფიქრობ, ასე კონკრეტულად რომელიმე საგნის გამოყოფა გამიჭირდება, რადგან ბავშვობიდანვე გააზრებული მქონდა, რომ ყველა საგანი უსათუოდ მნიშვნელოვანია და ამან განაპირობა ის, რომ ვსწავლობდი ყველა საგანს, არა მხოლოდ კარგი ნიშნის მიღების მიზნით.

- რომ შემეძლოს, რომელ ცნობილ პიროვნებას ავირჩევდი მასწავლებლად.

- იმ პიროვნებას, რომელსაც შეუძლია, მოსწავლეებს გადასცეს ყველა ის პიროვნული ღირსება და ფასეულობები, რაც სრულფასოვან პიროვნებად  ჩამოყალიბებაში დაეხმარება.

- როგორი წარმომიდგენია მომავლის სკოლა.

- ეს არის მაღალი სტანდარტების, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, მაღალკვალიფიციური პედაგოგებითა და ადმინისტრაციული პერსონალით დაკომპლექტებული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც აქვს უმაღლესი დონის სპორტული დარბაზი, ყველა საგნის ლაბორატორია (კაბინეტური სისტემის გაკვეთილებით)... ასევე მომავლის სკოლად მივიჩნევ ყოველმხრივ უსაფრთხო სკოლას, სადაც არის თბილი, ჰარმონიული, ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობები.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

პრობლემები უკავშირდება ბავშვის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ დაბალ ინფორმირებულობას, სტერეოტიპებსა და შესაბამის პრაქტიკას

რატომ ვთესავთ ხორბალს წინასააღდგომოდ და რა უნდა გავითვალისწინოთ ხასხასა ჯეჯილის მისაღებად

პიროვნება

„რომ შემეძლოს, მასწავლებლად სოკრატეს ავირჩევდი“ - გაეცანით, სამების საჯარო სკოლის დირექტორის მზექალა მინაძის შეხედულებებს

„მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია მასთან თანამშრომლობითი ურთიერთობის ჩამოყალიბება“

სკოლები

აქტივობის ფარგლებში, მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები შეასრულეს ცეკვები, სიმღერები და კიდევ ერთხელ, მადლობა გადაუხადეს დედებს და მასწავლებლებს ამაგისთვის

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება