მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის, ველევის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა - პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, უწყვეტად ცდილობს, ბავშვებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება და იმავდროულად, მოტივაციის ასამაღლებლად, მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ; ბავშვები დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში და არც ისეთ თარიღებს ივიწყებენ, რომლებიც გარდამტეხი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.
მათ შორის გახლავთ 9 აპრილი, რომელსაც სასკოლო საზოგადოებამ ღონისძიება მიუძღვნა და ასე მიაგეს პატივი დაღუპული გმირების ხსოვნას.
თუმცა, ისიც ფაქტია, რომ ღვაწლმოსილი პედაგოგებისთვის ამ ისტორიული, თუმცა უმძიმესი დღის გახსენება ტკივილისმომგვრელია და იმაზეც წუხან, ბავშვებს ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ამ უმძიმესი თარიღის შესახებ რომ უამბობენ, თუმცა დასძენენ, რომ თითოეულმა ბავშვმა, საქართველოს მომავალმა უნდა იცოდეს - „თავისუფლება ისე არ მოდის“... და ამ მონაპოვარს გაფრთხილება სჭირდება.
„9 აპრილი ... დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ტკივილიანი გარიჟრაჟი, ჩვენი უახლოესი წარსული, ჩვენს წინ დაწერილი გმირული ტრაგიკული ისტორია, პირველი ტკივილიანი დარტყმა, რომელმაც შეგვძრა და ბურანიდან გამოგვარკვია. მას მოჰყვა და მოჰყვა... ტკივილის შეგრძნება დავკარგეთ.
ყოველ ცხრა აპრილს ვიხსენებთ სამშობლოს დამოუკიდებლობის მოპოვებას შეწირულ გმირებს, პირს ვუხსნით იმ ტკივილს, რომელიც იმ ამბების მომსწრე თაობას გვაქვს და ჩვენი განცდების მონაწილეს ვხდით მოზარდ თაობას, ლიზი და ნიკოლოზ გოგსაძეებთან ერთად ვფურცლავთ იმ თაობის
მოსწავლეების მიერ მონდომებით შედგენილ ალბომებს, ვკითხულობთ ჩანაწერებს, მასწავლებლები და მოსწავლეები ერთად ვმოგზაურობთ წარსულში და ვასწავლით დამოუკიდებლობის ფასს. ისინი ჩვენი ტკივილის მოზიარენი ხდებიან და ხვდებიან, რომ „თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება გმირთა ხვედრია“ და რომ მონაპოვარს მოვლა უნდა“, - ასე გამოეხმაურა ველევის საჯარო სკოლა ისტორიულ თარიღს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ