მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ალათუმანის საჯარო სკოლის პედაგოგები, დირექციის მხარდამხარ, მაქსიმალურად ცდილობენ, ფეხი აუწყონ თანამედროვეობის მოთხოვნებს, სასწავლო პროცესის სრულყოფის მიზნით, დანერგონ თანამედროვე მიდგომები და მოსწავლეებსაც ისეთი გაკვეთილები შესთავაზონ, რომლებიც სრულად იქნება მორგებული მათ ინტერესებზე.
სწორედ ასეთი მიდგომების დამსახურებაა, ადგილობრივ მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართულობა არა მხოლოდ საგაკვეთილო, არამედ, ზოგადად, სასკოლო ცხოვრებაში, რაც სხვადასხვა სახის შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობებში მათი მონაწილეობითაც დასტურდება
ალათუმანის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალრფეროვან, საინტერესო გარემოში მიმდინარეობს და ამასთან ხელი ეწყობა არაფორმალური განათლების განვითარებას.
ამის ნათელი მაგალითია პროექტი სახელწოდებით - „გააცოცხლე ისტორია შენს სკოლაში“, რომლის მიზანია მოსწავლეებმა შეარჩიონ საქართველოს სხვადასხვა კუთხეები, მოინახულონ ამ მხარეებში არსებული კულტურულ-ისტორიული ძეგლები, მოიძიონ ინფორმაცია და შემდეგ გააცნონ სასკოლო საზოგადოებას.
ამჯერად ალათუმანის საჯარო სკოლის მე-9, მე-10, მე-11, და მე-12 მოსწავლეები ესტუმრნენ დედაქალაქს და მოინახულეს წინასწარ შერჩული ისტორიული ძეგლები: სამების საკათედრო ტაძარი, სომხური „ეჩმეაძინის “ სახელობის ეკლესია, სომეხ და ქართველ მწერალთა პანთეონი... ეტუმრნენ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას, კერძოდ წიგნის მუზეუმს, სადაც უმასპინძლა ქალბატონმა ლოლა სანაიამ, ბავშვებზე კი დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მუზეუმში დაცულმა „ვეფხისტყაოსანმა“, რომელიც მეფე ვახტან VI-ის მიერ დაარსებულ სტამბაში დაიბეჭდა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ