მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლის დირექტორი მზექალა მინაძე ბლიც ინტერვიუში ვრცლად გვესაუბრება იმაზე როგორი უნდა იყოს მოსწავლისთვის მიცემული საშინაო დავალება, ამასთან, ყურადღებას ამახვილებს ეთიკის წესებსა და პასუხისმგებლობაზე; ამასთან, გვეუბნება თუ როგორი წარმოუდგენია მომავლის სკოლა.
-მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია...
-პატივისცემა, ემპათია, ღიაობა, გულწრფელობა, მხარდაჭერა, წახალისება. კონსისტენტურობა და ასევე, სამართლიანობაც.
-განათლება მნიშვნელოვანია, რადგან...
-ადამიანი განვითარდეს პიროვნულად, ჰქონდეს ეკონომიური წინსვლა, იყოს სოციალურად თანასწორი, ჰქონდეს კრიტიკული აზროვნება და ჰქონდეს კულტურული მდგრადობა.
-საშინაო დავალება უნდა იყოს..
-საშინაო დავალება სასწავლო პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ცოდნის განმტკიცებას და უნარების განვითარებას. ეფექტური საშინაო დავალება უნდა აკმაყოფილებდეს რამდენიმე კრიტერიუმს. მიზანმიმართულება და შესაბამისობა, მოცულობა და სირთულე, ინსტრუქციების სიცხადე, დამოკიდებულების ხელშეწყობა, შემოქმედებითი და პრაქტიკული ელემენტები და ბოლოს განხილვა და უკუკავშირი.
-წესი, რომელსაც სასკოლო ცხოვრებაში დავამატებდი...
-არის მოსწავლეთა ქცევის კოდექსის დანერგვა, ერთიანი ქცევის წესების შემუშავება. მათი დაცვა ხელს უწყობს დისციპლინისა და ურთიერთპატივისცემის დამკვიდრებას სასკოლო გარემოში.
-საგანი, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მიყვარდა...
-ბუნებისმეტყველება, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება და ზოოლოგია.
-რომ შემეძლოს რომელ ცნობილ პიროვნებას ავირჩევდი მასწავლებლად...
-შესაძლებლობა მექნებოდა, მასწავლებლად ავირჩევდი სოკრატეს, იგი ცნობილია თავისი სწავლების მეთოდით. რომელიც ეხმარება მოსწავლეებს თვითონ აღმოაჩინონ ცოდნა და განავითარონ კრიტიკული აზროვნება.
-როგორი წარმომიდგენია მომავლის სკოლა...
-მომავლის სკოლა უნდა იყოს მოქნილი, ინოვაციური და მოსწავლეზე ორიენტირებული, რათა უზრუნველყოს თითოეული მოსწავლის სრული პოტენციალის გამოვლენა და მომზადება ცხოვრებისეული გამოწვევებისთვის.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
პრობლემები უკავშირდება ბავშვის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ დაბალ ინფორმირებულობას, სტერეოტიპებსა და შესაბამის პრაქტიკას
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად სოკრატეს ავირჩევდი“ - გაეცანით, სამების საჯარო სკოლის დირექტორის მზექალა მინაძის შეხედულებებს
აქტივობის ფარგლებში, მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები შეასრულეს ცეკვები, სიმღერები და კიდევ ერთხელ, მადლობა გადაუხადეს დედებს და მასწავლებლებს ამაგისთვის