მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ცერონისის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
21 მარტს მსოფლიოში ტყის საერთაშორისო დღე და დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნება.
ამ მნიშვნელოვან თარიღებს სკოლაში ღონისძიებებით გამოეხმაურნენ.
ტყის საერთაშორისო დღე, ბუნებისმეტყველების მასწავლებელ ქეთევან მაისურაძის ხელმძღვანელობით, მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა აღნიშნეს.
ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლება და ბუნებრივი რესურსების, მათ შორის ტყის დაცვის მნიშვენლობის გააზრება. მოსწავლეები არაერთ აქტივობაში ჩაერთნენ და საკითხის შესახებ ცოდნა გაიღრმავეს.
დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო კამპანიას კი მე-5, მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების - ეკატერინე მეგრელიშვილი და თეონა თავშავაძისა, ქართული ენა/ლიტერატურის პედაგოგის - ასმათ მინდიაშვილის ხელმძღვანელობით შეუერთდნენ.
პედაგოგები მოსწავლეებს სინდრომის რაობის შესახებ ესაურნენ და მათთან ერთად სტერეოტიპები დაამსხვრიეს.
გაიმართა ინტერაქტიული პრეზენტაცია.
„შევქმენით ვიზუალური პრეზენტაცია, სადაც თითოეული სლაიდი წარმოადგენს ერთ მითს და შემდეგ რეალობას. გაიმართა თამაში - „მითი თუ ფაქტი“ - წავიკითხეთ დებულებები, მოსწავლეებმა გამოთქვეს მოსაზრებები, შემდეგ განვმარტეთ სწორი პასუხი“,- გვიყვებიან სკოლაში.
მოსწავლეები აქტივობებში ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ.
„დაგეგმილი აქტივობები დაგვეხმარება სკოლაში ხელი შევუწყოთ ინკლუზიური გარემოს შექმნას“,- დასძენენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ორი საგამოცდო საგანი, რომელთა ტესტის სტრუქტურას საგნის ჯგუფის ექსპერტები აპლიკანტებს გააცნობენ
„პედაგოგების კვალიფიკაცია არის დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა“ - სკოლამდელი განათლების მართვის დოკუმენტი
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ