მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხობის კულტურის ცენტრისა და საზოგადოება „ხობელის“ ორგანიზებით მოეწყო ლამაზი საღამო, რომელიც მიეძღვნა სოფელ ჭალადიდის სათემო ერთეულის ბიბლიოთეკარს, ყველასთვის საყვარელ ქალბატონს - გულნაზი ჯიშკარიანს. ის რამდენიმე ათეული წელია, დიდი პასუხისმგებლობით ემსახურება თავის საყვარელ საქმეს. ღვაწლის აღსანიშნად კი მას ამ საზეიმო საღამოს მადლობის სიგელი გადაეცა.
აღსანიშნავია, რომ ქალბატონი გულნაზი ჯიშკარიანი ჭალადიდის საჯარო სკოლის დიდი მხარდამჭერი გახლავთ, მისი ჩართულობით სკოლის მოსწავლეებისთვის არაერთი ღონისძიება ეწყობა.
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლაში ახარებთ მისი პროფესიული ღვაწლის აღიარება და შემდგომ წარმატებას უსურვებენ.
„წარმატებები, ქალბატონო გულნაზი, ჯანის სიმრთელე და წელთა სიმრავლე მინდა გისურვო...“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეომასალა:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 22 დღეა
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ