აბიტურიენტებს უცხოური ენის ტესტის სპეციფიკას naec-ის სპეციალისტები გააცნობენ - დეტალები
14-04-2025
დაკოპირებულია
-
+
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით 15 აპრილს, 15:00 საათიდან 16:00 საათამდე აბიტურიენტებისათვის ონლაინ ღია კარის დღე გაიმართება.
გამოსაცდელების კითხვებს ამომწურავად, ამჯერად, უცხოური ენის ჯგუფის ხელმძღვანელი უპასუხებს. რუსუდან ტყემალაძე გამოსაცდელებს მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას ტესტის სტრუქტურასთან დაკავშირებით, ასევე მისცემენ მათ რჩევებს, თუ რა უნდა გაითვალისწინონ ტესტზე მუშაობისას.
შეხვედრა ტრადიციულად Microsoft Teams-ის პროგრამის საშუალებით ჩატარდება და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. იხილეთ ბმული.
შემდეგი ღია კარის დღის შესახებ ინფორმაცია ცენტრის ვებგვერდზე მომდევნო კვირას გამოქვეყნდება.
იხილეთ, უცხოური ენის საგამოცდო პროგრამა უცხოური ენები და 2024 წლის გამოცდებზე გამოყენებული ტესტები: