მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ“ - ამ სლოგანის ფარგლებში ქალაქ ოზურგეთის N1 საჯარო სკოლაში აუტიზმის ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე აღინიშნა და მოსწავლეებთან საინორმაციო შეხვედრები და საინტერესო აქტივობები ჩატარდა.
სკოლის პედაგოგები და ადმინისტრაცია ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მოსწავლეებში სწორი აზროვნების ჩამოყალიბებას და მათი ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა საკითხებისა და მოველნების მიმართ, ამიტომაც მოსწავლეები აქტიურად აღნიშნავენ სხვადსხვა მნიშვნელოვან დღეებს. თითოული ჩატარებული აქტოვობა არა მხოლოდ სახალისო და საინტერესოა მოსწავლეებისტვის არამედ აწვდის მათ ინფორმაციას და უღრმავებს ცოდნას ასწავლის და აჩვენებს რომ განსხვავებულობის მიუხედავადა თითოეული ადამიანი თანასწორია.
„აუტიზმის ცნობიერების ამაღლების დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი აქტივობების ფარგლებში მოსწავლეებმა გააფერადეს ეზოს ნარგავები და ბოძები. მოეწყო ვიდეო და ანიმაციური რგოლების ჩვენება, შემდეგ კი თითოეულმა ჯგუფმა იმსჯელა განსხვავებულობის, მიმღებლობისა და საერთო მიზნების განხორციელებაზე.
განსაკუთრებული მადლობა ამ დღის ასე პოზიტიურად აღნიშვნისთვის ირმა კვაჭანტირაძეს ლიკა მოქიას. ჩვენის სკოლის ინკლუზიურ განათლებაში და მის ხელშეწყობაში ჩართულ ყველა პირს: მანანა გობრონიძეს, ბელა ურუშაძეს, ნანა ჯინჭარაძეს, თამთა ბაბილოძეს და ბოლოს მადლობა ყველა იმ პირს, რომლებმაც დღევანდელი დღე ჩვენთან ერთად გაიზიარეთ“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთფოტოები და ვიდეო
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ორი საგამოცდო საგანი, რომელთა ტესტის სტრუქტურას საგნის ჯგუფის ექსპერტები აპლიკანტებს გააცნობენ
„პედაგოგების კვალიფიკაცია არის დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა“ - სკოლამდელი განათლების მართვის დოკუმენტი
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
მოსწავლეებმა გამოავლინეს თავიანთი ცოდნა და შესაძლებლობები
ღონისძიების ორგანიზატორი მადლობას უხდის მოსწავლეებსა, ადმინისტრაციასა და პედაგოგებს აქტიურობისა და მხარდაჭერითვის
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ