მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გია ბიძიშვილი აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაიდნის საჯარო სკოლას წარმატებით ხელმძღვანელობს. ზრუნავს მოსწავლეთა ხარისხიან განათლებაზე და მათ საზოგადოებაში ღირსეული ადგილის დამკვიდრებაში ეხმარება.
„მოსწავლე უნდა გრძნობდეს, რომ მას პატივს სცემ და უყურებ ისე, როგორც პიროვნებას, გულწრფელად უსმენ და გაინტერესებს მისი აზრი და საჭიროებები“- აღნიშნავს დირეტორი და ქვეყნის საკეთილდღეო საქმეს გულანთებული ემსახურება.
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მაიდნის საჯარო სკოლის დირექტორი გია ბიძიშვილი პასუხობს.
- მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია...
- პატივისცემა და მოსმენა, მოსწავლე უნდა გრძნობდეს, რომ მას პატივს სცემ და უყურებ ისე, როგორც პიროვნებას, გულწრფელად უსმენ და გაინტერესებს მისი აზრი და საჭიროებები.
- განათლება მნიშვნელოვანია, რადგან...
- შეძლო ცხოვრებაში საკუთარი ადგილის დამკვიდრება.
- საშინაო დავალება უნდა იყოს...
- აზრიანი, მოსწავლესთვის გასაგები და მის საჭიროებაზე მორგებული.
- წესი, რომელსაც სასკოლო ცხოვრებაში დავამატებდი...
- თვეში ერთხელ საუბარი მამაოსთან.
- საგანი, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მიყვარდა...
- გეოგრაფია, ისტორია და სპორტი. სპორტს ამჟამად ვასწავლი.
- რომ შემეძლოს რომელ ცნობილ პიროვნებას ავირჩევდი მასწავლებლად...
- დაუფიქრებლად ილია ჭავჭავაძეს.
- როგორი წარმომიდგენია მომავლის სკოლა...
- უსაფრთხო, ეკოლოგიურად სუფთა, გამართული ინფრასტრუქტურითა და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დაკარგული მოსწავლეები გლდანში იპოვეს - დეტალები
„მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია მასწავლებლი იყოს განათლებული, სამართლიანი“
საგანმანათლებლო ღონისძიებების სერია განმსჭვალული იყო ქართული ენის სიყვარულითა და ისტორიის პატივისცემით