მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დღეს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ამ მნიშვნელოვან თარიღს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟოშხის საჯარო სკოლაში ღონისძიებით გამოეხმაურნენ.
ღონისძიება ემსახურებოდა ეროვნული თვითშეგნების გაღრმავებას და იმის გააზრებას თუ რა მნიშვნელობა აქვს ენას ერის ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებაში.
მოსწავლეებმა ქართულ ენას ხოტბა შეასხეს, წაიკითხეს ცნობილი ადამიანების გამონათქვამები და აღნიშნეს მისი სიწმინდს დაცვის აუცილებლობა.
ღონისძიება მოსწავლეებისთვის მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა.
შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 22 დღეა
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ