მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დღეს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ამ მნიშვნელოვან თარიღს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ურავის საჯარო სკოლაში საინტერესო ღონისძიებით გამოეხმაურნენ.
ენის სიყვარულითა და პატივისცემით განმსჭვალული ღონისძიება შთამბეჭდავად წარიმართა.
მოსწავლეებმა ხოტბა შეასხეს ქართულ ენას და აღნიშნეს მისი როლი ქართველი ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში, ასევე ისაუბრეს დედაენის დღის მნიშვნელობაზე.
გაიმართა კალიგრაფიის კონკურსი, სადაც მოსწავლეებმა თავიანთი ნიჭი და შემოქმედებითი ხედვა წარმოაჩინეს. გამოვლინდა კონკურსის გამარჯვებული, რომელიც მცირე საჩუქრით დაჯილდოვდა .
სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა შემოქმედებითობა და მათ აქტიურობისთვის მადლობას უხდიან.
„მადლობა ყველა მონაწილეს გულწრფელი ჩართულობისთვის — ერთად გავაგრძელოთ ჩვენი მშობლიური ენის გაფრთხილება და სიყვარული!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ორი საგამოცდო საგანი, რომელთა ტესტის სტრუქტურას საგნის ჯგუფის ექსპერტები აპლიკანტებს გააცნობენ
„პედაგოგების კვალიფიკაცია არის დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა“ - სკოლამდელი განათლების მართვის დოკუმენტი
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ