მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დღეს საქართველოში ქართული ენის დღე აღინიშნება. ამ მნიშვნელოვან თარიღს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ლომატურცხის საჯარო სკოლაში საინტერესო ღონისძიებით გამოეხმაურნენ.
სკოლაში ქართულის, როგორც მეორე ენის კონკურსი ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ლომატურცხისა და ვაჩიანის საჯარო სკოლების მე-7 და მე-8 კლასების მოსწავლეები.
ღონისძიება ვაჩიანის საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის უფროსი მასწავლებლის - არმინე შორაღიანის ინიციატივით ჩაატარა.
კონკურსი საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა. მოსწავლეებმა იაქტიურეს და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
წარმატებული მონაწილეები მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ.
შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ორი საგამოცდო საგანი, რომელთა ტესტის სტრუქტურას საგნის ჯგუფის ექსპერტები აპლიკანტებს გააცნობენ
„პედაგოგების კვალიფიკაცია არის დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა“ - სკოლამდელი განათლების მართვის დოკუმენტი
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ