| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ჟდანოვის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.
ხარისხიანი სასწავლო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, ბავშვები სხვადასხვა საკონკურსო პროექტში წარმატებით მონაწილეობენ და საუკეთესო კუთხით წარმოაჩენენ მშობლიური „ცოდნის ტაძარს“.
ამის დასტურია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ჩატარებული კონკურსი „ნიჭიერი თაობა“ - რომელში წარმატებული მონაწილეობისთვისაც, ჟდანოვის საჯარო სკოლის მოსწავლეებს საპატიო სიგელები გადაეცათ.
როგორც სკოლაში გვიამბობენ, კონკურსში მათი 8 მოსწავლე მონაწილეობდა, მათ შორის ვენეტიკ გომციანმა მიიღო ჰოვანეს თუმანიანის პრემია, კარინე ხანჩალიანმა მე-3 ადგილი დაიმსახურა და დიპლომით დაჯილდოვდა, დანარჩენი 6 კონკურსანტს კი, რომლებიც ჟდანოვის საჯარო სკოლას წარმოადგენდნენ, საპატიო სიგელები გადაეცა.
მათემატიკის ოლიმპიადა 9-10 დეკემბერს გაიმართა
მათემატიკის ოლიმპიადა 9-10 დეკემბერს გაიმართა
მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს