მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N7 საჯარო სკოლა წლებია დგას მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე. პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგავს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება, თუმცა დაგვეთანხმეთ, ხარისხიანი სწავლა-სწავლების პროცესის პარალელურად, არანაკლებ მნიშვნელოვანია პოზიტიური გარემოს შექმნა, რომელსაც საფუძვლად მოსწავლეთა ნდობა დაედება.
რა მიმართულებით უნდა განვითარდეს სასწავლო პროცესი, რათა შეესაბამებოდეს თანამედროვეობის მოთხოვნებს და მოსწავლეებისთვის იყოს საინტერესო - აქტუალურ კითხვებზე პასუხებს ქუთაისის N7 საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილის, ნანა შავგულიძის ბლიც-ინტერვიუში ამოიკითხავთ.
- მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია...
- მასწავლებელი იყოს ობიქეტური, სამართლიანი, ჰქონდეს ემპათიის გრძნობა, მოსწავლე უნდა
გრძნობდეს, რომ პატივს სცემენ, უსმენენ, იზიარებენ მის აზრს... მასწავლებელს სჭირდება მოთმინების უნარი.
- განათლება მნიშვნელოვანია, რადგან...
- გვქონდეს ინფორმაცია სამყაროზე, ცხოვრებაზე... განათლება ქმნის პროფესიული განვითარების
შესაძლებლობას, ხელს უწყობს უნარების განვითარებას და საკუთარი თავის აღმოჩენას; გვასწავლის ურთიერთპატივისცემას, ეთიკას, თავისუფლად აზროვნებას.
- საშინაო დავალება უნდა იყოს...
- მიღებული ცოდნის განტკიცებისკენ მიმართული... უნდა იყოს მორგებული სხვადასხვა უნარების მქონე მოსწავლთ შესაძლებლობებზე... დავალებაში უნდა იკვეთებოდეს მოსწავლის თავისუფალი შეხედულებები და უმჯობესია თემატიკა დაკავშირებული იყოს რეალურ ცხოვრებასთან.
- წესი, რომელსაც სასკოლო ცხოვრებაში დავამატებდი...
- ერთმანეთის მხარდაჭერის, პოზიტიური კომუნიკაციის წესს... სკოლა უნდა იყოს ადგილი, სადაც ყველა უსაფრთხოდ, დაცულად და დაფასებულად იგრძნობს თავს, სკოლა უნდა იყოს არა მხოლოდ ცოდნის, არამედ პიროვნული ჩამოყალიბების ადგილი.
- საგანი, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მიყვარდა...
- ქართული ენა და ლიტერატურა, გერმანული ენა, ისტორია...
- რომ შემეძლოს, რომელ ცნობილ პიროვნებას ავირჩევდი მასწავლებლად...
- სოკრატეს, დიმიტრი უზნაძეს, მარია მონტესორის.
- როგორი წარმომიდგენია მომავლის სკოლა...
- მომავლის სკოლა, ჩემი წარმოდგენით განსხვავებული უნდა იყოს დღევანდელი სისტემისგან.
მთავარი მიზანი უნდა იყოს ის, რომ ბავშვებს სჭირდებათ უნარები წარმატების მისაღწევად. სკოლა უნდა იყოს ტექნოლოგიებისა და თანამედროვე მიდგომების კომბინაცია. მომავლის სკოლაში უნდა იყოს სწავლების მრავალფეროვანი მეთოდები, პერსონალიზებული სწავლება, როცა სწავლა მორგებული იქნება თითოეული ბავშვის საჭიროებებსა და უნარებზე. სკოლებში განვითარებული უნდა იყოს კრიტიკული აზროვნება, შემოქმედება, სოციალური და ემოციური უნარები.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დაკარგული მოსწავლეები გლდანში იპოვეს - დეტალები
„მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია მასწავლებლი იყოს განათლებული, სამართლიანი“
პროექტი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერეო და შემეცნებითი აღმოჩნდა