მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დღეს საქართველოში ქართული ენის დღე აღინიშნება. ამ მნიშვნელოვან თარიღს ახალქალაქის მუნიცილალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლაში საინტერესო საგანმანათლებლო აქტივობებით გამოეხმაურნენ.
მე-4 კლასის მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთი სახელწოდებით - „მე მიყვარს ქართული ენა“.
აქტივობებს ლიტმოტივად გასდევდა მუხრან მაჭავარიანის ლესად ნათქვამი სიტყვები -
„ქართული მარტო ენაა?! -
ქართული ქართველთ რწმენაა!
ღმერთია!
ბედისწერაა!
ზღვა როა! -
იმოდენაა!“
მოსწავლეებმა კედლის გაზეთზე დაიტანეს ქართული ენის დღის მნიშვნელობა და ქართველი ერის ბრძოლა სახელმწიფო ენის შენარჩუნებისთვის.
ღონისძიებას ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი - გუანნა მკოიანი და კონსულტანტ მასწავლებელი თამილა კობიაშვილი ხელმძღვანელობდნენ.
შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დაკარგული მოსწავლეები გლდანში იპოვეს - დეტალები
„მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია მასწავლებლი იყოს განათლებული, სამართლიანი“
პროექტი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერეო და შემეცნებითი აღმოჩნდა