მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
შემოქმედებითად განსაკუთრებულად დატვირთულია ხელოვნების გაკვეთილები.
მათ შორის აღსანიშნავია, 7 აპრილს ჩატარებული მე-3 კლასელთა ხელოვნების გაკვეთილი, რომელიც დედისა და სილამაზის დღეებს მიეძღვნა.
მოსწავლეებმა ყველაზე ძვირფას ადამიანებს - დედებს - სიყვარული და პატივისცემა საკუთარი ნამუშევრებით დაუდასტურეს.
ლამაზი ფერებით საკუთარ ოცნებებს ფრთა შესხეს და ხელოვნების გაკვეთილზე ყვავილები დახატეს. ძვირფასი საჩუქარი კი დედებსა და ყველა ქალს მიუძღვნეს.
მოსწავლეებმა ნამუშევრები თვალსაჩინო ადგილას გამოფინეს.
„ეს ლამაზი კედელი გახდა ჩვენი მადლიერებისა და სიყვარულის გამოხატულება — პატარა ხელებით, დიდი გულით, გმადლობთ, ჩვენს ბავშვებს მათი ფერადი სულისთვის!“,- აღნიშნავს აქტივობის ხელმძღვანელი, მოსწავლეთა ხელოვნების პედაგოგი ვ. თევანიანი.
იხილეთ ფოტო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ