მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ალათუმანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების გაღვივებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა - პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების მქონე ახალგაზრდებში მთავარი ღირებულებების წამოსაწევად სხვადასხვა აქტივობებს ატარებს. ასეთი ჰოლისტური მიდგომებიდან გამომდინარე, მოსწავლეებმა, რომელთათვის სწავლა პრიორიტეტულია, კარგად იციან საქართველოს ისტორია და არც ისეთ თარიღებს ივიწყებენ, რომლებიც გარდამტეხი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნისთვის.
შთამბეჭდავი პრეზენტაციით მიაგო ალათუმანის საჯარო სკოლამ პატივი 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას.
მოსწავლეებმა ვრცლად ისაუბრეს 36 წლის წინ განვითარებულ მოვლენებზე, ამ ისტორიული თარიღის მნიშვნელობაზე და იმაზეც, თუ რა გავლენა იქონია ტრაგიკულმა მოვლენებმა სამომავლოდ.
იმ დღეს ალათუმანის საჯარო სკოლის თითოეული წარმომადგენელი დაბრუნდა 36 წლის წინანდელ მთავარ გამზირზე - ეს გახლდათ ნამდვილი მოგზაურობა ისტორიულ ლაბირინთებში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დაკარგული მოსწავლეები გლდანში იპოვეს - დეტალები
„მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია მასწავლებლი იყოს განათლებული, სამართლიანი“
საგანმანათლებლო ღონისძიებების სერია განმსჭვალული იყო ქართული ენის სიყვარულითა და ისტორიის პატივისცემით