მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღვნიშნეთ. ამ მნიშვნელოვან თარიღს წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლაში ღონისძიება მიეძღვნა.
ღონისძიება საინტერესოდ წარიმართა და გაჯერებული იყო მრავალფეროვანი საგანმანათლებლო აქტივობებით. დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა ხოტბა შეასხეს ქართულ ენას. პირველიდან მეექვსე კლასამდე მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, გაითამაშეს იგავები, გამოიცნეს გამოცანები თუ შარადები, უპასუხეს კითხვებს
პატარები ხალისით ჩაერთნენ სხვადასხვა აქტივობაში - მათ შორის - ასო-ბგერების ლამაზად გაფორმებასა და „აი ია“-ს აწყობაში, ასევე გაიმართა კონკურსი კალიგრაფიაში.
შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.
იხილეთ ვიდეო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ