მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღვნიშნეთ. ეს მნიშვნელოვანი თარიღი წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლაში კვირეულით აღინიშნა.
სკოლაში ენის სიყვარულითა და ისტორიის პატივისცემით განმსჭვალული არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება თუ აქტივობა გაიმართა. მათ შორის იყო კალიგრაფიის კონკურსი, ესეების კონკურსი. აღსანიშნავია, რომ კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებული მოსწავლე რაიონულ კონკურსზე წარდგა.
კვირეული კი 14 აპრილს ფინალური ღონისძიებით დაგვირგვინდა. ღონისძიებაზე ესეების კონკურსში საუკეთესოდ მიჩნეული ნაწარმოებები წაიკითხეს, მე-5 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიაცია სახელწოდებით - „ჩვენი ენა ქართული“, მერვე-მეათე კლასის მოსწავლეებმა კი ქართულ ენასა და საქართველოზე დაწერილი ლექსების გარდა მათი საყვარელი პოეტების პოეზია გააცოცხლეს. ასევე გაიხსენეს 1978 წლის 14 აპრილი და ამ დღის მნიშვნელობაც გაიაზრეს და ხაზი გაუსვეს ქართული ენის სიწმინდის დაცვის აუცილებლობას.
შეხვედრა დასრულდა მოწოდებით - „ილაპარაკეთ ქართულად, ოღონდ ქართულად ილაპარაკეთ“!
ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ მასწავლებლები - ლუდმილა შონია და მზია ვაშალომიძე.
შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ