მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
14 აპრილს საქართველოში ქართული ენის დაცვის, დედაენის დღე აღინიშნება. 47 წლის წინ, 1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.
სიმონ არველაძის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერეთის საჯარო სკოლაში ჩატარდა დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაითავისეს თუ რამხელა ბედნიერებაა გაგაჩნდეს საკუთარი ენა, სამშობლო, ხომ სრულყოფილი არ არის სამი მნიშვნელოვანი საუნჯის გარეშე: ენა, მამული, სარწმუნოება.
“…ერის ცხოვრება,
მისი დიდება,
მის ისტორია დაცულ არს ენით;
რა ენა წახდეს,
ერიც დაეცეს...” ამბობდა გრიგოლ ორბელიანი და მართლაც ჩვენ ვალდებულნი ვართ დავიცვათ, მოვუფრთხილდეთ და ასმაგად შევიყვაროთ ჩვენი მშობლიური ენა.
ენის დაცვა თავისთავად გულისხმობს უარის თქმას ბარბარიზმებზე, სწორედ ამ პრობლემას მიეძღვნა დღევანდელი აქტივობაც, მოსწავლეებს დაურიგდათ ბარბარიზმები და საბედნიეროდ, მათ ძალიან კარგად იცოდნენ მათი ქართული შესატყვისები, რომლებიც უფრო ლამაზად ჟღერს.
“ენა ქართული-მყინვარივით გულზვიადი. ენა ქართული-ზღვასავით ულევი,ენა ქართული-თმასავით მოქნილი. ენა ქართული-ღმერთების ენა…” - კონსტანტინე გამსახურდიას ამ სიტყვებით შთაგონებულმა მოსწავლეებმა ხოტბა შეასხეს ქართული ენის სიდიდადეს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ