მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაიდნის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებით.
4 აპრილს, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის წევრებმა - მათემატიკის მასწავლებლებმა - თამთა კუპრეიშვილმა და ირმა ჩორგოლაშვილმა ჩაატარეს მათემატიკური ვიქტორინა IX, X, XI და XII კლასებს შორის.
ღონისძიება მიეძღვნა π რიცხვის საერთაშორისო დღეს და მეტად საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა.
მოსწავლეები დაყოფილი იყვნენ 4 ჯგუფად. ყოველ გუნდს ჰყავდა თავისი კაპიტანი, რადგან წარმოდგენილი იყო კაპიტნების ბლიც-შეკითხვები.
აღნიშნული ღონისძიება აღმოჩნდა მეტად ხალისიანი, ნაყოფიერი და შემეცნებითი. ყველა გუნდი მთელი შემართებით აქტიურობდა. ჟიურის წევრებმა გამოავლინეს გამარჯვებული, თუმცა დანარჩენმა გუნდებმაც სოლიდური ქულები დააგროვეს. დასასრულს, ყველას გადაეცა სერტიფიკატი მონაწილეობისათვის, ხოლო გამარჯვებულს დამატებით სამახსოვრო საჩუქარი მასწავლებლებისაგან, რომელიც ბავშვებმა სკოლას უსახსოვრეს.
„მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს დაუვიწყარი ემოციებისთვის, ჟიურის წევრებს, დირექციას, ადმინისტრაციას მხარდაჭერისათვის. ვიმედოვნებთ, რომ მსგავსი ღონისძიება არაერთხელ დაიგეგმება ჩვენს კათედრაზე“,- აღნიშნავენ პედაგოგები და ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ამჟამად, მიმდინარეობს ევაკუაცია - მხოლოდ ეს ვიცით, დანარჩენს იმედია გამოძიება დაადგენს“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ისაუბრეს მეფეთა მეფის მიერ გატარებული რეფორმების შესახებ
მეშვიდეკლასელების მიერ დაწერილმა ესეებმა სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებში დიდი მოწონება დაიმსახურა