სიახლეები
სკოლები

„ქართული ენა, როგორც ეროვნული თვითმყოფადობის მნიშვნელოვანი ნაწილი“ -  ნახუნაოს საჯარო სკოლაში დედაენის დღის აღსანიშნავად საზეიმო ღონისძიება გაიმართა
15-04-2025
-
+


2025 წლის 14 აპრილს, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახუნაოს საჯარო სკოლაში გაიმართა საზეიმო ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა დედაენის დღეს.

ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებში ქართული ენისადმი სიყვარულისა და პატივისცემის გაღრმავება, ასევე მათი შემოქმედებითი უნარების გამოვლენა. 

„ღონისძიება დაიწყო საზეიმო მისალმებით, რომელიც წაიკითხა წამყვანმა მოსწავლემ. მან მოკლედ მიმოიხილა დედაენის დღის მნიშვნელობა და აღნიშნა ქართული ენის უნიკალურობა და კულტურული ფასეულობა. მოსწავლეებმა წაიკითხეს ქართულ ენაზე დაწერილი ცნობილი პოეტების ლექსები. თითოეულმა მათგანმა გამოიჩინა არტისტიზმი, გამართული კითხვის უნარი და ემოციური ჩართულობა. ლექსების შერჩევა მორგებული იყო ღონისძიების თემატიკას და ხაზს უსვამდა ქართული ენის მნიშვნელობას. გარდა პოეზიისა, მოსწავლეებმა შეასრულეს რამდენიმე ქართული სიმღერა, რამაც კიდევ უფრო გაალამაზა ღონისძიების საერთო ატმოსფერო და შექმნა ემოციურად დატვირთული, საზეიმო გარემო.

ღონისძიება წარმატებით წარიმართა. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული პროცესში, გამოავლინეს ინტერესი და პასუხისმგებლობა. მათმა გამოსვლებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ქართული ენა მათთვის მხოლოდ სასწავლო საგანი კი არა, არამედ ეროვნული თვითმყოფადობის მნიშვნელოვანი ნაწილია.

მნიშვნელოვანია აღვნიშნო, რომ მოსწავლეთა მომზადებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებმა ლიანა ბერიამ, ლეილა ბაძაღუამ, ელენე გაბეშიამ და მუსიკის მასწავლებელმა რუსუდან ძიძიგურმა, რომლებმაც ღონისძიების სცენარი, ტექსტები და მუსიკა შეარჩიეს და  გამართულად წარდგენაში აქტიურად დაეხმარნენ“, - აღნიშნავს მოწოდებულ ინფორმაციაში სკოლის საქმისმწარმოებელი დავით პირტახია.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ 

ექსკურსიისას მასწავლებლის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო 200 ლარით დაჯარიმდებით

ქართული ენის სტანდარტი ცალკე დამტკიცდება - განათლების მინისტრი

ახალ საგანს სკოლებში 2025 წლის სექტემბრიდან ისწავლიან - ცვლილება საბაზო საფეხურს ეხება

გეგმური და არაგეგმური შემოწმებები საჯარო და კერძო სკოლებში - რა წერია დოკუმენტში

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები

ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ

დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის დღე აღნიშნეს

პედაგოგი, მაია კვენეტაძე ცდილობს, გაკვეთილი ბავშვებისთვის იყოს სახალისო, საინტერესო, მრავალფეროვანი...

„სკოლა ულოცავს წარმატებას და მომავალში არაერთ გამარჯვებას უსურვებს საამაყო სპორტსმენს“

არაფორმალური განათლების ხელშეწყობა სკოლის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება