მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
კალისტრატე სალიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯგალის თემის საჯარო სკოლაში 14 აპრილი ქართული ენის დღე სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა განსხვავებული თემატური აქტივობებით აღნიშნეს.
ქართული ენის კათედრის წევრების: ნონა კვარაცხელიას, ნონა მიქავასა და ნონა თოლორდავას ინიციატივითა და ორგანიზებით დედაენის დღის აღსანიშნავად მრავალფეროვანი აქტივობები ჩატარდა სხვადასხვა კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით.
VII-X მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები ქართულ ანბანზე და მისი წარმოშობის ისტორიაზე. წაიკითხეს ლექსები, ცნობილი მწერლების გამონათქვამები ქართულ ენაზე.
დაწყებითი (I-IV) კლასის მოსწავლეებმა მხიარულად აამეტყველეს 33 ასო-ბგერა, მეტყველების ნაწილები და სასვენი ნიშნები.
ენის კვირეულის ფარგლებში მეათე კლასის მოსწავლეებმა გამართეს „ბარბარიზმების სასამართლო“, რომელიც ძალიან საინტერესო და ინფორმაციული აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ქართული ენის სტანდარტი ლიტერატურისგან განცალლკევებით დამტკიცდება
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური