მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სააღდგომო ნუგბარს, რომელიც ყოველი მართლმადიდებლის ოჯახში სადღესასწაულო სუფრას ამშვენებს - საზოგადოების ნაწილი პასკას უწოდებს, თუმცა, შეცდომით, რადგან რეალურად ტკბილეულის სახელწოდების გრამატიკულად სწორი ფორმა - „პასქაა“; ამას ადასტურებს ორთოგრაფიული ლექსიკონიც.
მას ქრისტიანები სააღდგომოდ აცხობენ და ქრისტიანთა ერთობის სიმბოლოა. იმ მთის სიმბოლო, რომელზედაც ჯვარს აცვეს მაცხოვარი.
პასექი - ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაული როგორც ებრაელთა, ისე ქრისტიანთათვის, სახელწოდება „პასქა“ კი გამომდინარეობს სწორედ პასექის დღესასწაულიდან.
„პასქა“, ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს „ტანჯვას“, „წამებას“, „ვნებას“.
ებრაელთათვის ეს დღესასწაული ეგვიპტეში დაბადებულ პირველშობილთა სიკვდილის გახსენებასა და გამოსვლის დასაწყისს უკავშირდება.
ქრისტიანთათვის კი პასექი, ნიშნავს აღდგომას და აღნიშნავს იესოს მისვლას მამასთან, სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის გზით.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ამჟამად, მიმდინარეობს ევაკუაცია - მხოლოდ ეს ვიცით, დანარჩენს იმედია გამოძიება დაადგენს“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ისაუბრეს მეფეთა მეფის მიერ გატარებული რეფორმების შესახებ
მეშვიდეკლასელების მიერ დაწერილმა ესეებმა სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებში დიდი მოწონება დაიმსახურა