მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციის და მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის წესისა და მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუშისა და გაცემის წესში ცვლილება შევიდა. ბრძანებაში, რომელსაც ხელს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი აწერს, კითხულობთ:
„პირი, რომელიც „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 612 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, 2024 წლის 01 იანვრის მდგომარეობით დასაქმებულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, უფლებამოსილია დარეგისტრირდეს მასწავლებლობის მაძიებლად და მონაწილეობა მიიღოს იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გამოცხადებულ მასწავლებლობის მაძიებლობის კონკურსში, რომელშიც ის ასწავლის“
განმარტებისთვის, „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის 612-ე მუხლის მე-3 პუნქტი - 2023 წლის ბოლომდე მასწავლებლად მუშაობის დაწყების უფლება აქვს აგრეთვე ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელმაც მასწავლებლად მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში უნდა გაიაროს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დაკარგული მოსწავლეები გლდანში იპოვეს - დეტალები
„მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია მასწავლებლი იყოს განათლებული, სამართლიანი“
პროექტი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერეო და შემეცნებითი აღმოჩნდა