მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება, ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
რა თქმა უნდა, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა 9 აპრილი, ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე - დღე, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას დაედო საფუძვლად.
სკოლის მე-4 კლასში, საგანში - მე და საზოგადოება ჩატარდა გაკვეთილი, რომელიც 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენების გახსენებას მიეძღვნა.
სასწავლო პროცესს მასწავლებელი ეკა ადამია ხელმძღვანელობდა.
გაკვეთილზე აღინიშნა, რომ 9 აპრილი მნიშვნელოვანი თარიღია და ეს დღე მხოლოდ გლოვის დღედ არ უნდა გვახსოვდეს, არამედ ეს დღე გვაერთიანებს იმ საერთო მიზნისთვის, რასაც საქართველოს განვითარება, საქართველოს დამოუკიდებლობა, საქართველოს თავისუფლება ჰქვია...
მე-4 კლასელებმა მნიშვნელოვან თარიღს საინტერესო ნახატები მიუძღვნეს.
შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად, დაიღუპა 21 ადამიანი, 2000-ამდე პირი კი მოიწამლა. ზუსტად 2 წლის შემდეგ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ ჩაეწერა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ქართული ენის სტანდარტი ლიტერატურისგან განცალლკევებით დამტკიცდება
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
სკოლაში პატარები განსაკუთრებული სტუმრები არიან