მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
ახლახან, სკოლაში გაიმართა პრეზენტაცია თემაზე - „გარდატეხის ასაკის თავისებურებები“. პროექტს ხელმძღვანელობდა სამოქალაქო განათლების მასწავლებელი შორენა კიკაბიძე.
პროექტი ემსახურებოდა გარდატეხის ასაკში მყოფი მოზარდების თავისებურებათა შესახებ სასკოლო საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდასა და მოზარდებისთვის ფსიქო-ემოციური სირთულეების დაძლევის ხელშეწყობას.
პრეზენტატორებმა: ბარბარე სანიკიძემ და ნინი ზაქარაიამ საინტერესოდ წარმოადგინეს ის ფიზიოლოგიური და ფსიქოემოციური მდგომარეობა და სირთულეები, რაც თან ახლავს გარდატეხის ასაკს.
მოსწავლეებმა გაიაზრეს გარდატეხის ასაკის თავისებურებები და დააკავშირეს ის დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესთან, დემოკრატიული კულტურის კომპეტენციებთან. გაავლეს პარალელები მათ მიერ შესწავლილ ლიტერატურულ ნაწარმოებებთან.
მოსწავლეებმა ნახეს რევაზ ინანიშვილის ნოველის - „ჩიტების გამომზამთრებელის“ მიხედვით გადაღებული ფილმი. გაიმართა საინტერესო დისკუსია ფილმში ასახული პრობლემების გარშემო.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი ნანა ჯგერენაია და სასწავლო ნაწილის გამგე ციალა გოგოლი.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ