მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მე-8 და მე-6 კლასის მოსწავლეები - თეკლა ხომასურიძე და ბარბარე ლაფაჩი, 14 აპრილს, ღონსიძიების დასრულების შემდეგ სკოლიდან ერთად გავიდნენ და მას შემდეგ ისინი აღარ უნახავთ.
მეგობრობდნენ თუ არა მოზარდები და რა ვითარებაში შეიძლება გაუჩინარებულიყვნენ? - თეკლას დედა მედიასთან აცხადებს, რომ ბარბარემ მასწავლებლის ტელეფონით დაურეკა და უთხრა: დარჩეს ორი საათი, თეატრი გვაქვს სკოლაში, მე მოვაცილებ. ძალიან მიყვარს თქვენი შვილი და ზაფხულში ვეღარ ვნახავ. ხუთი თვით მივდივარ სოფელშიო. მას შემდეგ აღარ გამოჩენილან.
ბარბარეს დედა კი აცხადებს, რომ მსგავსი რამ პირველად გაიგო, სოფელშიც დარეკა, თუმცა მოზარდები არც იქ გამოჩენილან.
საქმეში ჩართულია პოლიცია, etaloni.ge დეტალების დასაზუსტებლად თბილისის N31 საჯარო სკოლის დირექტორს, სოფიკო ჯანაშიას დაუკავშირდა, რომელმაც გვითხრა, რომ სკოლა მაქსიმალურად თანამშრომლობს გამოძიებასთან სხვა დეტალებზე საუბრისგან კი, გამოძიების ინტერესიდან გამომდინარე, თავი შეიკავა.
ბარბარეს დედას ჩვენთან საუბარი უჭირს, თუმცა მასთან შეთანხმებით, გთავაზობთ გოგონების ფოტოებსა და მშობლების ტელეფონის ნომრებს, სადაც მოზარდების ნახვის შემთხვევაში შეძლებთ დაკავშირებას.
ბარბარესა და თეკლას ნახვის შემთხვევაში დაუკავშირდით გოგონების დედებს ნომრებზე:
577 16 00 80; 593 73 74 92
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დაკარგული მოსწავლეები გლდანში იპოვეს - დეტალები
„მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია მასწავლებლი იყოს განათლებული, სამართლიანი“
პროექტი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერეო და შემეცნებითი აღმოჩნდა