სიახლეები
სიახლეები

მოსწავლეთა საყურადღებოდ! - შეფასების საერთაშორისო პროგრამის (PISA) შედეგები ცნობილია
06-12-2016
-
+


PISA 2015 წლის მონაცემების მიხედვით ქართველმა მოსწავლეებმა 2009 წელთან შედარებით უკეთესი შედეგი აჩვენეს როგორც საბუნებისმეტყველო საგნებში, ასევე წაკითხულის გააზრებასა და მათემატიკაში.

საქართველო პირველ ხუთეულშია იმ რამდენიმე ქვეყანას შორის, რომლებმაც წინა ციკლებთან შედარებით შედეგი სამივე მიმართულებით მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. კერძოდ, საბუნებისმეტყველო საგნებში ქართველ მოსწავლეთა მიღწევის მაჩვენებელი სამ წელიწადში 23 ქულით გაიზარდა, წაკითხულის გააზრებაში - 16 ქულით და მათემატიკაში - 15 ქულით. გაუმჯობესების ტენდენციის მიუხედავად, ქართველი მოსწავლეების მიღწევები სამივე სფეროში OECD-ის საშუალო ქულაზე მნიშვნელოვნად დაბალია.

აღსანიშნავია, რომ საბუნებისმეტყველო საგნებსა და მათემატიკაში მსოფლიო ტენდენციის საპირისპიროდ  ქართველი გოგონები უკეთეს შედეგს აჩვენებენ, ვიდრე ბიჭები. მაგ., მათემატიკაში საქართველო ასეთ ცხრა ქვეყანას შორის მოხვდა.

მოსწავლეთა მიღწევების მიხედვით შედეგენილი რეიტინგული სიის სათავეში სინგაპური, იაპონია, ესტონეთი, ტაილანდი და ფინეთი მოექცნენ.

PISA საერთაშორისო კვლევაა, რომელიც ამოწმებს 15 წლის მოზარდების მზაობას, გაუმკლავდნენ ყოველდღიურ გამოწვევებს იმ ცოდნისა და უნარების გამოყენებით, რომლებიც სკოლაში მიიღეს. ეს ის ასაკია, როცა მოსწავლეები თითქმის ასრულებენ სავალდებულო განათლების კურსს. PISA-ს მიზანს არ წარმოადგენს, შეამოწმოს, თუ რამდენად კარგად აითვისეს მოსწავლეებმა უშუალოდ სკოლის პროგრამა, არამედ მიმართულია განსაზღვროს, რამდენად კარგად არიან მოსწავლეები მომზადებულნი საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური და სრულფასოვანი ჩართულობისათვის.

PISA 2015 სულ 72 ქვეყანაში ჩატარდა, მათ შორის 35 OECD-ის წევრია. დაახლოებით 540 000 მოსწავლე წარმოადგენდა თავის ქვეყანას, აქედან 6000-ზე მეტი ქართველი მოსწავლე იყო, რომლებიც თავის მხრივ 263 სკოლიდან შეირჩნენ.

PISA-ს ახორციელებს ეკონომიკური და კულტურული განვითარების ორგანიზაცია (OECD). საქართველო კვლევაში 2009 წლიდან მონაწილეობს. მომდევნო ციკლი 2018 წელს იგეგმება. 2015 წლიდან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კვლევას „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ (MCA) და „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ (MCC) მხარდაჭერით ახორციელებს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მუშაობს PISA 2015-ის ნაციონალური ანგარიშის მომზადებაზე. დეტალური ინფორმაცია კვლევის მიგნებების  შესახებ რამდენიმე თვეში გამოქვეყნდება.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება