მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღვნიშნეთ. ეს მნიშვნელოვანი თარიღი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლაციხის საჯარო სკოლაში აღინიშნა კვირეულით - „ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ“.
საგანმანათლებლო ღონისძიებათა სერია განმსჭვალული იყო ქართული ენის სიყვარულითა და ისტორიის პატივისცემით.
მოსწავლეებმა ხოტბა შეასხეს ქართულ ენას, აღნიშნეს დედაენის დღის მნიშვნელობა და სახელმწიფო ენის როლი ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში.
კვირეული მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა და მოსწავლეებისთვის მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა.
კვირეული საზეიმო ღონისძიებით დაგვირგვინდა და სკოლაში პატრიოტული სული დაატრიალა.
შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.
იხილეტ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ