სიახლეები
სკოლები

ქვენობნის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღეს საინტერესო ღონისძიება მიეძღვნა 
16-04-2025
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ღირსეულად და შემოქმედებითად აღნიშნეს ქართული ენის დღე და ამ მნიშვნელოვან თარიღს საინტერესო და შთამაგონებელი ღონისძიება მიუძღვნეს.

ღონისძიება ემსახურებოდა ქართული ენის, როგორც ეროვნული იდენტობისა და კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ნაწილის, წარმოჩენასა და დაფასებას.

მოსწავლეებმა ისაუბრეს ქართული ენის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე — მის ფესვებზე, განვითარებასა და იმ მნიშვნელოვან როლზე, რომელსაც ენა ქვეყნისა და ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში ასრულებს. 

მათ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთეს ენის დაცვასა და შემდგომი თაობებისთვის მის გადაცემაზე. ბავშვებმა ღონისძიების ფარგლებში წაიკითხეს ქართული ენისადმი მიძღვნილი ლექსები და ცნობილი ქართველი მწერლებისა და პოეტების  გამონათქვამები. 

ღონისძიებამ ხაზი გაუსვა ქართული ენის სილამაზეს, რაც ახალგაზრდებს მისი სიწმინდის დაცვის აუცილებლობას შეახსენებს. 

მოსწავლეების აქტიურობამ, შემოქმედებითობამ და პატრიოტულმა სულისკვეთებამ ღონისძიებას განსაკუთრებული მუხტი შესძინა. 


იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

სკალირებული ქულის გამოთვლა და გათანაბრება - შედეგების გამოქვეყნებისას ეს უნდა იცოდეთ

ოქროსმედალოსნები 500 ლარს, ვერცხლისმედალოსნებო 400 ლარს მიიღებენ

საბავშვო ბაღების სამოქმედო პროგრამა, რომელიც პედაგოგთა გადამზადებასა და ექსკურსიების ჩატარებასაც მოიცავს

გადაწყვეტილება საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებს ეხებათ

პედაგოგს 6 წელში ერთხელ 1 წლიანი შვებულების მოთხოვნის უფლება აქვს - რა წერია კანონში

პიროვნება

„ნუთუ, ჩვენ ფრენა შეგვეძლება?” - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჩხეტია მოსწავლის მიერ დასმულ სახალისო კითხვებს იხსენებს

„მოსწავლეების მეხსიერებაში, ყველაზე დიდხანს  შემოქმედებითი გაკვეთილი რჩება“ - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატო ნანავა

„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“

„მხიარული მომენტია როცა ყველა ცდილობს ჩანთებიდან თავიანთი „ძვირფასი ნივთების“ მაგიდაზე დალაგებას“

სკოლები
საინტერესო

განვითარებული კოგნიტური შესაძლებლობები, ემოციური არასტაბილურობა - მეცნიერებმა გაარკვიეს, როგორია მკარი დედების გავლენა ბავშვებზე 

ათასობით მასწავლებელი „ფსიქოლოგიური აშლილობის“ გამო შვებულებას იღებს - იაპონიაში პრობლემა წლიდან წლამდე იზრდება

 

შვებულება ათასობით მასწავლებლისთვის  - „ფსიქოლოგიურ აშლილობას“ პედაგოგები იაპონიაში უჩივიან

სიახლეები
საზოგადოება