მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„ნამდვილი პედაგოგობა მხოლოდ პროფესია არ არის - ეს არის გზა, რომელსაც ადამიანი მთელი გულით და სინათლით მიუყვება,“ - ამბობს ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი ტრისტან გუგავა. იგი მოსწავლეს, პირველ რიგში, თანასწორად აღიქვამს და მასში დამოუკიდებელ აზროვნებას სცემს პატივს სცემს. გაეცანით დირექტორის მოსაზრებებს ისეთი საკიტხების სესახებ, როგორიცაა განათლება, მომავლის სკოლა, საშინაო დავალება და ა.შ.
-მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია...
-მოსწავლე შენში უნდა ხედავდეს განათლებულ და საგნის ღრმად მცოდნე პროფესიონალ სპეციალისტს. მოსწავლე უნდა გრძნობდეს, რომ მის წინ დგას ნამდვილი პედაგოგი. მე ჩემს მოსწავლეებს ვესაუბრები როგორც ტოლი ტოლს. მოსწავლე უნდა მოელოდეს მასწავლებლისგან, რომ ის ყოველთვის ახალ და საინტერესოს მოუთხრობს მას, არ ვგულისხმობ მხოლოდ გაკვეთილის თემას. აუცილებლად მასწავლებელმა პატივი უნდა სცეს მოსწავლის დამოუკიდებელ აზროვნებას.
-განათლება მნიშვნელოვანია, რადგან...
-განათლების შესახებ თუ ვინმეს რაიმე უთქვამს ყოველთვის ვეძებ და ვკითხულობ, მაგრამ ახლა ამ დიდი ადამიანების აზრს მოგახსენებთ:
1. განათლება ადამიანს ღირსებას მატებს, მონაც კი იწყებს იმის გააზრებას, რომ ის მონად არ არის დაბადებული (დენის დიდრო)
2. განათლებულ და გაუნათლებელ ადამიანებს შორის ისეთივე განსხვავებაა როგორც მკვდარსა და ცოცხალს შორის (არისტოტელე)
3. განათლება ორლესული იარაღია, რომლის გამოყენება შეიძლება ადამიანთა სასარგებლოდაც და საზიანოდაც.
4. საქმე იმაშია თუ ვის უჭირვს იგი ხელში და რა მიმართულებით ხმარობს იგი ამ იარაღს (იაკობ გოგებაშვილი)
საშინაო დავალება უნდა იყოს...
-საინტერესო და ძალზე დოზირებული.
-წესი, რომელსაც სასკოლო ცხოვრებაში დავამატებდი...
-ჩემი ნება რომ იყოს მეთორმეტე კლასს გავაუქმებდი. ბავშვებს დიდობა ეჩქარებათ და 18 წლის ახალგაზრდას აღარ უნდა სკოლის მერხზე ჯდომა.
-საგანი, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მიყვარდა...
-ისტორია და ლიტერატურა. არანაკლებ გეოგრაფია და ზოგადი ბიოლოგია. მწყრალად არცერთ საგანთან არ ვყოფილვარ.
-რომ შემეძლოს რომელ ცნობილ პიროვნებას ავირჩევდი მასწავლებლად...
-მიჭირს არჩევა, მაგრამ მაინც ნოდარ დუმბაძე.
-როგორი წარმომიდგენია მომავლის სკოლა...
-ცხოვრება წინ მიდის და სკოლაც რა თქმა უნდა წინ უნდა წავიდეს. თუ გინდა ქვეყანა აყვავდეს კაპიტალის ძალიან დიდი ნაწილი სკოლის გაუმჯობესება, განვითარებაში უნდა ჩადოს ქვეყნის პატრონმა. ისე მეშინია კი კომპიუტერიზაციამ არ წალეკოს ყველაფერი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დაკარგული მოსწავლეები გლდანში იპოვეს - დეტალები
„მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია მასწავლებლი იყოს განათლებული, სამართლიანი“
პროექტი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერეო და შემეცნებითი აღმოჩნდა