მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღვნიშნეთ. ამ მნიშვნელოვან თარიღს ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეძილეთის საჯარო სკოლაში ღონისძიება მიეძღვნა.
სკოლაში ჩატარდა ღონისძიება სახელწოდებით - „ენა ბურჯია ერისა“.
მოსწავლეებმა ხოტბა შეასხეს ქართული ენის სიდიადეს, დედაენის დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს ენის როლი ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში.
ღონისძიება განმსჭვალული იყო ქართული ენის სიყვარულით, სიამაყითა და ისტორიის პატივისცემით.
მოსწავლეებმა აღნიშნეს დიდი ქართველი მოღვაწეების ღვაწლი წიგნიერების განვითარებაში, მათ შორის ისაუბრეს „დედა ენის“ შემქმნელის - იაკობ გოგებაშვილის როლზე წიგნიერების განვითარებაში.
მოსწავლეებმა კედლის გაზეთიც დაამზადეს და არაერთ შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობაში ჩაერთნენ.
შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ