მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
რა პრინციპებს უნდა დაეყრდნოს სასწავლო პროცესი? როგორ უნდა მოიპოვოს პედაგოგმა მოსწავლის ნდობა? როგორ წარმოუდგენია მომავლის სკოლა და ზოგადად, რატომ არის მნიშვნელოვანი თანასწორობის პრინციპის გათვალისწინება? - აქტუალურ კითხვებს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის, თლუღის საჯარო სკოლის ხელმძღვანელი, მარინა გოცირიძე პასუხობს, რომელიც სამართლიანობის პრინციპის დაცვის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას და წარმატებული სკოლის საიდუმლოსაც გვიმხელს.
- მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია...
- მასწავლებლი იყოს განათლებული, სამართლიანი, კომუნიკაბელური, მეგობრული და რაც მთავარია თავისი საქმის პროფესიონალი, კარგად იცნობდეს და ითვალისწინებდეს თავისი მოსწავლეების შესაძლებლობებს, უნარებს, ინტერესების სფეროს და პრობლემებს.
- განათლება მნიშვნელოვანია, რადგან...
- განათლებული ადამიანისთვის უფრო მარტივია, ღირსეულად გაართვას თავი ცხოვრებისეულ პრობლემებს და დაინახოს თუ რა მშვენიერია ცხოვრება.
- საშინაო დავალება უნდა იყოს...
- ბავშვისთვის გარკვეული, მისი შესაძლებლობების გათვალისწინებიტ შერჩეული, მოსწავლემ კი ისე უნდა შეასრულოს, ჩანდეს რა შეძლო და რას ვერ გაართვა თავი. ამით გასაგები ხდება მასწავლებლისთვის თუ სად, რა საკითხში და რა კუთხით ესაჭიროება დახმარება ამა თუ იმ ბავშვს. ეს უფრო საინტერესოს ხდის მასწავლებლის მუშაობას, მოსწავლე კი - შეიძენს სიღრმისეულ ცოდნას, გამოიმუშავებს საჭირო უნარებს.
- წესი, რომელსაც სასკოლო ცხოვრებაში დავამატებდი...
- არის წესი, რომელიც მეტნაკლებად დააბალანსებს ადამიანთა რეალურ და ვირტუალურ სამყაროში ცხოვრების არსს.
- საგანი, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მიყვარდა...
- ქართული ენა და ლიტერატურა, თუმცა სპეციალობად მათემატიკა ავირჩიე. ეს შეიძლება იმიტომ, რომ ქართული ენა და მათემატიკა განურჩევლად, თითქმის ერთნაირად მიყვარდა.
- რომ შემეძლოს, რომელ ცნობილ პიროვნებას ავირჩევდი მასწავლებლად...
- მასწავლებლად ავირჩევდი დიმიტრი უზნაძეს
- როგორი წარმომიდგენია მომავლის სკოლა...
- ვფიქრობ, მომავლის სკოლა დღევანდელზე უკეთ მოამზადებს მოსწავლეებს ცხოვრებისთვის, რათა შეძლონ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება და ცხოვრებისეულ პრობლემებთან გამკლავება.
ცოტა შორეული მომავლის სკოლა კი წარმომიდგენია სრულიად განსხვავებული დღევანდელი სკოლისგან. ადამიანების მიდგომები, შეხედულებები ამა თუ იმ საკითხის მიმართ, ადამიანური ურთიერთობები, სრულიად განსხვავებული იქნება, შეცვლილი ემოციების, გრძნობების და
გამოხატვის ფორმების თვალსაზრისით, რასაც ალბათ გამოიწვევს ადამიანთა ცხოვრებაში დიდი დოზით ტექნოლოგიების დამკვიდრება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დაკარგული მოსწავლეები გლდანში იპოვეს - დეტალები
„მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია მასწავლებლი იყოს განათლებული, სამართლიანი“
პროექტი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერეო და შემეცნებითი აღმოჩნდა