მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის, მუხურის თემის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, მოსწავლეები დიდი ინტერესით ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში და პროფესიონალი პედაგოგების დამსახურებით, სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობას წარმატებით ახორციელებენ.
ამის დასტურია 14 აპრილს, დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში ჩატარებული მხატვრული კითხვის კონკურსი, სადაც მუხურის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლემ გამარჯვება მოიპოვა.
„ჩვენი სკოლის XII კლასის მოსწავლე ალექსანდრე გახარიამ გაგვახარა გამარჯვებით... ჟიურიმ მას 1-ელი ადგილი მიაკუთვნა.
ალექსანდრეს ვულოცავთ ამ გამარჯვებას და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ“, - ასე გამოეხმაურა სკოლა მოსწავლის წარმატებას.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დაკარგული მოსწავლეები გლდანში იპოვეს - დეტალები
„მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია მასწავლებლი იყოს განათლებული, სამართლიანი“
პროექტი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერეო და შემეცნებითი აღმოჩნდა