მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება წახალისებული და მხარდაჭერილია, მათი მიღწევები კი საამაყო.
სკოლაში წარმატებულ ახალგაზრდა სპორტსმენებს დებ - ლუსი და ვიკა ტუხაშვილებს გვაცნობენ.
ბოდბისხევის საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლე ლუსი ტუხაშვილი ესტონეთში, საერთაშორისო ტურნირზე ტალინის ღია პირველობის ჩემპიონი გახდა. პატარა მოჭიდავემ ბრწყინვალედ იასპარეზა, ოთხი შეხვედრა ღირსეულად მოიგო და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ესტონეთის დედაქალაქ ტალინში გამართულ საერთაშორისო ტურნირში ასევე მონაწილეობდა ლუსის დამ IX კლასის მოსწავლე ვიკა ტუხაშვილი. ის ტალინის ღია პირველობის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობა მიიღო 3000-მდე მოჭიდავემ მსოფლიოს ყველა წერტილიდან.
გამარჯვების აღსანიშნავად ჩემპიონ მოჭიდავე გოგონებს ბოდბისხევის საჯარო სკოლის მოსწავლე - მასწავლებლებმა გულთბილი დახვედრა მოუწყვეს.
ქიზიყელი მოჭიდავეების ფან-კლუბი განსაკუთრებული პატივისცემით და გულწრფელი მადლიერებით მადლობას უხდის ბოდბისხევის საჯარო სკოლის დირექტორს - თამარ გელაშვილს მზრუნველობისა და ხელშეწყობისთვის. ამასთანავე, მადლობას უცხადებენ პედაგოგთა სრულ კოლექტივს ერთგული მხარდაჭერისთვის.
ბოდბისხევის საჯარო სკოლა შემდგომ წარმატებებს და გამარჯვებებს უსურვებს მოჭიდავე დებს - ლუსი და ვიკა ტუხაშვილებს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დაკარგული მოსწავლეები გლდანში იპოვეს - დეტალები
„მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია მასწავლებლი იყოს განათლებული, სამართლიანი“
პროექტი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერეო და შემეცნებითი აღმოჩნდა