მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის თემის საჯარო სკოლაში, სადაც მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან, ეს უმნიშვნელოვანესი დღე დიდი ზარ-ზეიმით აღინიშნა.
არაერთი მწერლისა და პოეტის მუზად ქცეულ ქართულ ენას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ის არის განძი, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება დაცვა, გაფრთხილება, სიყვარული!...
სწორედ ქართული ენის სიყვარულითა და ისტორიის პატივისცემით განმსჭვალული ღონისძიება გაიმართა 14 აპრილს, სკოლის სააქტო დარბაზში, სახელწოდებით - „თუ დედაენით არ ხარ გაზრდილი“.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიცია, წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს ქართული ცეკვები და სიმღერები, მოეფერნენ მშობლიურ ენას.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის მასწავლებლები, მოსწავლეები, მოსწავლეთა მშობლები.
შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დაკარგული მოსწავლეები გლდანში იპოვეს - დეტალები
„მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია მასწავლებლი იყოს განათლებული, სამართლიანი“
პროექტი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერეო და შემეცნებითი აღმოჩნდა