მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალქალაქის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის დღე საინტერესოდ აღნიშნეს.
სკოლის მოსწავლეები საინტერესო პრეზენტაციით ეწვივნენ მეგობარ სკოლას სოფელ კარტიკამში და კარტიკამელ მოსწავლეებთან ერთად გამართეს კონფერენცია, რომელიც ქართული ენის დღეს მიეძღვნა. მოსწავლეები კონფერენციაზე საინტერესო მოხსენებებით წარდნენ, ისაუბრეს დედაენის დღის მნიშვნელობაზე, ქართული დამწელობის ისტორიაზე, ქართველურ ენებზე, გაიხსენეს მეფე ფარნავაზე.
კონფერენიცა მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა. მათ ერთმანეთს ცოდნა გაუზიარეს და ბევრი ახალი შეიმეცნეს.
ღონისძიების ბოლოს მოსწავლეები დაჯილდოვდნენ.
შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დაკარგული მოსწავლეები გლდანში იპოვეს - დეტალები
„მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია მასწავლებლი იყოს განათლებული, სამართლიანი“
პროექტი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერეო და შემეცნებითი აღმოჩნდა