მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბის საჯარო სკოლის მე-10 კლასში, ქიმიის გაკვეთილზე, ჩატარდა პრაქტიკული აქტივობა, რომელიც დაეთმო ფერმენტების მოქმედებით შესაძლებელ ქიმიურ რეაქციებს.
საინტერესო აქტივობა მოსწავლეებს ქიმიის მასწავლებელმა - მანანა კოჭლამაზაშვილმა შესთავაზა.
გაკვეთილზე განიზილეს ქიმიური პროცესები, რომლებიც ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებასა და კვების ინდუსტრიაში ფართოდ გამოიყენება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ფერმენტების როლს რძის გადამუშავებაში და ყველის წარმოებაში. მოსწავლეებმა, მასწავლებლის დახმარებით, გაკვეთილზე ყველი დაამზადეს.
მათ შეისწავლეს, თუ როგორ ხდება რძეში ფერმენტის დამატებით ყველის ამოყვანა. თითოეული მოსწავლე ჩართული იყო ყველა ეტაპში.
ბოლოს მოსწავლეებმა საკუთარი ხელით დამზადებული ყველით გამოაცხვეს ხაჭაპური.
ეს ნაწილი განსაკუთრებით სახალისო აღმოჩნდა, რადგან მასში გაერთიანდა როგორც ქიმიის თეორიული ცოდნა, ისე პრაქტიკული სამზარეულო უნარები.
აქტივობამ არა მხოლოდ გააღრმავა მოსწავლეთა ცოდნა ქიმიური რეაქციების შესახებ, არამედ სასწავლო პროცესი სახალისო და თავშესაქცევი გახადა.
აღნიშნული პრაქტიკული აქტივობა ნათლად ასახავს, თუ როგორ შეიძლება თეორიული მასალის დამახსოვრება გახდეს უფრო საინტერესო და ეფექტური, როცა იგი რეალურ ცხოვრებას უკავშირდება.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დაკარგული მოსწავლეები გლდანში იპოვეს - დეტალები
„მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია მასწავლებლი იყოს განათლებული, სამართლიანი“
პროექტი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერეო და შემეცნებითი აღმოჩნდა