მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე შემოქმედებითად აღინიშნა.
ღონისძიება ემსახურებოდა ქართული ენის, როგორც ეროვნული იდენტობისა და კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ნაწილის, წარმოჩენასა და დაფასებას და განმსჭვალული იყო ქართული ენის სიყვარულითა და ისტორიის პატივისცემით.
მე-6 კლასის მოსწავლეებმა დედ ენის დღესთან დაკავშირებით, მოამზადეს პრეზენტაციები სხვადასხვა თემაზე: 1) 1978 წლის 14 აპრილი; 2) იაკობ გოგებაშვილის - დედა ენა; 3) ბარბარიზმები; 4) ქართული დამწერლობები: ასომთავრული, ნუსხა-ხუცური, მხედრული; 5) გამონათქვამები ქართული ენის შესახებ.
მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაციები გამართეს და ისაუბრეს 1978 წლის 14 აპრილის მოვლენეზე, იაკობ გოგებაშვილის ღვაწლზე წიგნიერების განვითარების საქმეში, ქართული ენის სიწმინდის დაცვის აუცილებლობაზე, ქართულ უნიკალურ დამწერლობებზე, წაიკითხეს ცნობილი ადამიანების გამონათქვანები ქართული ენის შესახებ და ხოტბა შეასხეს დედაენას.
ღონისძიება მოსწავლეებისთვის მეტად შემეცნებით აღმოჩნდა.
შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.